GuiltFree-ის ფეხბურთის მოყვარულებისთვის ნამდვილად გამორჩეული და განსაკუთრებული სიურპრიზი აქვს. სტუდია Whitecoat–ის დახმარებით, ბრენდმა მომხმარებელს Old Trafford–ის ცნობილ სტადიონზე ვირტუალური მოგზაურობა 360 გრადუსიან ფორმატში შესთავაზა. პროექტი Chevrolet–ისა და Manchester United–ისთვის შექიმნა. 3 წუთის განმავლობაში, მაყურებელს საშუალება აქვს ის გზა გაიაროს, რასაც მისი საყვარელი ფეხბურთელები თამაშის დაწყებამდე გადიან. ჯერ კიდევ შესასვლელი კარიდან იწყება ის საოცარი ემოციები და შეგრძნებები, რომლებიც ფეხბურთის მოყვარულებს ალბათ აქამდე არ გამოუცდიათ. რაც მთავარია, მაყურებელი უშუალოდ ხვდება Manchester United–ის ლეგენდარულ ფეხბურთელებს შორის, მოედანზე და მათ წარმატებებს იქვე, ვირტუალურად იხსენებს.