16
Jan
2019

როგორ შეიცვალა მანდარინის ექსპორტი, გასულ წელთან შედარებით?

16 Jan 2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 15 იანვრის მონაცემებით მანდარინის ექსპორტმა 28,855 ტონა შეადგინა. შარშან ამავე პერიოდში ექსპორტირებული იყო 22,306 ტონა.

„ძირითად საექსპორტო ქვეყნებად კვლავ რჩება რუსეთი (19,267 ტ) და უკრაინა (6,280 ტ), ასევე სომხეთი (2,690 ტ), უზბეკეთი (261 ტ), ყაზახეთი (138), ბელორუსი (120 ტ), ყირგიზეთი (60 ტ), ლატვია (40 ტ). მანდარინზე საბითუმო ფასი 0.40-დან 0.70 ლარამდეა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ სამრეწველო გადამუშავებისთვის, ქარხნების მიერ მიღებული არასტანდარტული მანდარინის რაოდენობამ, 2018 წლის 1 დეკემბრიდან 2019 წლის 14 იანვრის მდგომარეობით შეადგინა 11,855 ტონა. გასული წლის ანალოგიური პერიოდისათვის აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენდა 8,259 ტონას.

აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი გახსნა. შტაბის ფუნქციონირების ძირითადი მიზანი მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფაა.

საჭირო ინფორმაციის ოპერატიულად მისაღებად, მოქმედებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზიც (1501)“, – ნათქვამია განცხადებაში.

განხილვა