in

მანეკენების მთა, რომელიც დამთვალიერებლებს ელოდება

სიურეალისტურ ადგილს მანაკინის დარბაზს (Mannakin Hall)  უწოდებენ

ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ არასამუშაო საათებში მანეკენებთან დგომა ბევრისთვის შემზარავი შეგრძნებაა, მაგრამ წარმოიდგინეთ მანეკენების მთელ გროვასთან გასეირნება, რომელიც, ფაქტობრივად, ფეხზე დგას.

BOG
BOG

ინგლისში, ლინკოლნშირის მახლობლად, 20 ფუტის სიმაღლის მთაა, ადამიანის სხეულის მოჩვენებითი ნაწილებით, რომელსაც მთელი ევროპიდან ემატება გამოუყენებელი მანეკენების რაოდენობა. აქ ყველანაირ მდგომარეობაში მყოფი მანეკენი ჩამოაქვთ, თუმცა შემდგომ, როცა ამ გროვასთან დამთვალიერებლები მოდიან, ისინი ხშირად ასწორებენ მათ და ახლის იერსახეს უბრუნებენ, რათა სხვა თუ არაფერი, სამომხმარებლო ნარჩებენად მაინც გამოიყენონ.

ამ სიურეალისტურ ადგილს მანაკინის დარბაზს (Mannakin Hall)  უწოდებენ. მისმა დირექტორმა, როზ ედვარდსმა, დაახლოებით 15 წელი გაატარა ძველი მანეკენების მოგროვებაში, რომელიც აღარავის სჭირდებოდა და ახლა მთელი კოლექცია აქვს. ამ მთაზე მოგროვილია 25 000 ფიგურა, რომელიც ადრე კინოს, მოდისა და სხვა სფეროებში გამოიყენებოდა. YouTuber ტომ სკოტის ახალ მინი-დოკუმენტურ ფილმში ედვარდსი სახელის კონცეფციას შემდეგნაირად ხსნის:

“Manna” ნიშნავს ზეციურ მანანას, ხოლო “kin” ნიშნავს სულით მონათესავე ადამიანს. მანეკენები თითქმის საჩუქარივით შემოვიდნენ ჩემს ცხოვრებაში მაშინ, როდესაც აბსოლუტურ სიცარიელეში ვიყავი”. 

დამთვალიერებლებს 50 ფუნტ სტერლინგად (რაც 67 ამერიკულ დოლარს უდრის) “სხეულის ნაწილების ძარცვაში” შეუძლიათ მონაწილეობის მიღება და მანქანების გავსება სასურველი მანეკენის ნაწილებით. ედვარდსი ამბობს, რომ ამ ნაწილების გამოყენებით, ადამიანებმა შეძლეს სხვადასხვა ნივთი გაეკეთებინათ, მაგალითად, ქოთნები ან სადგამები ლამპებისთვის. ყველაზე მოთხოვნადი ნაწილია ქალის ტორსი, ძირითადად, თავის გარეშე, რათა მასზე შესაძლებელი იყოს ნათურის მორგება.

ნახეთ: ფანტასტიკური ილუსტრაციები და წყალზე განთავსებული სახლები

Volvo-ს ახალ, თვითმართვად Ride Pilot-ს კალიფორნიაში დატესტავენ