მანგოს ახალ კამპანიას ბანალურად პირდაპირ „მანგოს კამპანიის“ სახელით გვაცნობენ და სუპერმოდელის კაია გერბერის ცხოვრების ერთ დღეს გვიზიარებენ. სიუჟეტი რეალობასა და ფანტასტიკას შორისაა მოქცეული, 4 მოქმედებად იყოფა და თითოეული გერბერის განსხვავებულ როლს გვაცნობს: მკითხველი, მსახიობი, თაობა ზეტის წევრი და მოდელი.
„ვფიქრობ, ვიგრძენით, რომ მრავალმხრივი სელებრითის პროფილის იდეა უკვე მოძველებული იყო, თუმცა, ამასთან, პაროდიასაც წარმოადგენდა. მანგოსაც იგივე განცდა ჰქონდა, ამიტომაც შევთავაზეთ იდეა, გაეკეთებინათ კამპანია კამპანიის შექმნის შესახებ და ყველა სიგიჟის, რაც ამ ამბავს ახლდა თან. კონცეფცია ძირითადად მოდური კამპანიების იდეის დაცინვა გახლდათ. გვინდოდა, დაგვეწერა რაღაც ადამიანზე, რომელსაც მხოლოდ ერთი პერსპექტივიდან აღიქვამენ, მაგრამ რეალურად გაცილებით მეტი აქვს სათქმელი და იმაზე მეტს ფიქრობს, ვიდრე ადამიანებს ჰგონიათ“, — განმარტავენ ჯეისონ სონდოკი და საიმონ დევისი, რეჟისორები.
ასე ბრენდის ელჩის კაიას სიღრმისეულ პორტრეტს გვაცნობენ და, პარალელურად, ზაფხულის ახალ კოლექციასაც წარმოგვიდგენენ. ახლა კი დროა, მანგოს 8-წუთიან ფილმს უყუროთ: