in

Mango Power Union ნებისმიერი მოწყობილობის დამუხტვას უზრუნველყოფს

მოდულური სტრუქტურის შედეგად, მისი თან ტარება ადვილია

შეიძლება ითქვას, Mango Power Union სწორედ ის არის, რაც ყოველ ჩვენგანს სჭირდება. 4350 ვატი სიმძლავრით და 6.9 კილოვატ/საათიანი ელემენტით, იგი საშუალებას გაძლევთ, ყველა ძირითადი ტექნიკა, ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაშიც კი მართოთ.

სამწუხაროდ, ელექტროენერგიის გათიშვის პრობლემა საკმაოდ ხშირია. მაგალითად, 2021 წლის თებერვალში ტექსასის შტატში მძიმე ენერგეტიკული კრიზისი იყო. ეს კი ზამთრის სამი ძლიერი ქარიშხლით იყო გამოწვეული. რა თქმა უნდა, ამან დიდი შეფერხებები წარმოქმნა მოსახლეობაში და პრობლემები ჯაჭვური რეაქციით გავრცელდა. სწორედ მსგავსი შემთხვევებისგან თავის ასაცილებლად, Mango Power Union ავტონომიური ენერგიის 95%-იანი ეფექტურობას უზრუნველყოფს.

 

დასახელებული პროდუქტი წარმოუდგენლად ძლიერი და მრავალმხრივი მოწყობილობაა, რომელიც ყველაფერს აკეთებს — იქნება ეს მობილური ტელეფონის თუ ელექტრო ავტომობილის დამუხტვა. თანაც, 2.3 კილოვატიანი მოდული ცალკე გამოეყოფა მოწყობილობას, რათა მისი ნებისმიერ ადგილას წაღება ადვილად შეძლოთ.

 

Mango Power Union-ის ფუტურისტული ექსტერიერის ქვეშ საკმაოდ ფუნქციონალური ინტერიერია, თავისი ორმაგი ინტეგრირებული ინვერტორული სისტემით და ინდუსტრიის წამყვანი მე-3 თაობის GaN/SiC ნახევარგამტარით.

ამასთან, იგი EV კლასის LFP ელემენტებითაა აღჭურვილი, რომლებიც დამუხტვის 7 000 ციკლს უზრუნველყოფს — ეს ათწლეულის განმავლობაში სრული დატვირთვით მუშაობის შესაძლებლობას გულისხმობს. ბატარეის მართვის შიდა სისტემა (BMS) კი გიცავთ მოკლე ჩართვისა და ტემპერატურის ცვლილებებისგან. ხოლო, მოწყობილობის შიგნით ვენტილატორების ოთხი კომპლექტი გრილ და სუფთა ჰაერს ინარჩუნებს, რათა თავიდან აიცილოთ გადახურება.

 

საგულისხმოა, რომ Mango Power Union მზის პანელებითაც მუშაობს. შესაბამისად, ტექნიკის დამუხტვას მზის ენერგიითაც შეძლებთ.

მწერალთა სახლმა ვიზუალური ბრენდინგი განაახლა

როგორ გავარჩიოთ დეპრესია გადაღლილობისგან?