in

თბილისი MANHATTAN SHORT-ს – ფილმების პირველ გლობალურ ფესტივალს უმასპინძლებს!

1 და 2 ოქტომბერს, კინოთეატრი „ამირანი“ „მანჰეტენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალს“ უმასპინძლებს.

MANHATTAN SHORT მოკლემეტრაჟიანი ფილმების ყველაზე დიდი ფესტივალია, რომელიც ყოველი წლის შემოდგომას, 6 კონტინენტზე, 400-ზე მეტ ქალაქში, 100 000-ზე მეტ კინომოყვარულს აერთიანებს. ამ ფესტივალზე მაყურებელია ჟიური. ჩვენების შემდეგ, კინომოყვარულები ხმის მიცემით ავლენენ საუკეთესოს.

2 წლის წინ, „მანჰეტენის კინოფესტივალზე“ ქართულმა ფილმმა „8 წუთი“ გაიმარჯვა. საქართველო მასპინძლად წელს პირველად შეუერთდა ფესტივალს. ამირანში ფესტივალი 1 ოქტომბერს გაიხსნება და კინომოყვარულებს 2 დღის განმავლობაში შესაძლებლობა ექნებათ, მსოფლიოს საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმები ნახონ და თავიანთი რჩეულიც დააფიქსირონ. მაყურებელთა ხმების მიხედვით გადაწყდება, რომელ ფილმს ექნება საქართველოს მხარდაჭერა.

მამუკა გორგოძე დაბრუნდა და რაგბის წესებს გვასწავლის! 100%-ი ექსკლუზივი

Yahoo-მ ლოგო განაახლა და ამით თავისი არსებობა შეგვახსენა