14
Mar
2019

„თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოგვდის“ – ონლაინ მაღაზია „მანილა“

14 Mar 2019

Startauperi
Startauperi


მანილა“ ონლაინ მაღაზიაა, სადაც მომხმარებელს შეუძლია საქართველოში დამზადებული აქსესუარები, თუ ტყავის ნაწარმი შეიძინოს. პროდუქციის 90%-ს მაღაზია თვითონ აწარმოებს, დანარჩენს კი სხვადასხვა საწარმოს უკვეთავს. „მანილა“ 6 თვის წინ შეიქმნა, ორი მეგობრის – თორნიკე საღლიანისა და სანდრო ბუნტურის მიერ.
ეს ამბავი სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც ერთ საღამოს, იმჟამინდელი სამსახურებიდან დაბრუნებულებმა გავაცნობიერეთ, რომ უკვე სერიოზული ნაბიჯების გადადგმის დრო იყო და მეორე დღესვე შევუდექით საქმიანობას. თვენახევრიანმა მუხლჩაუხრელმა შრომამ, ბევრმა გათენებულმა ღამემ, იდეების გენერირებისას ცხარე კამათმა და ა.შ. შედეგი გამოიღო და „მანილა“ დღეს არის ქართული ბრენდი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მაღალხარისხიან და რაც მთავარია 100%-ით ქართულ პროდუქციას“, – გვიყვება თორნიკე საღლიანი, „მანილას“ თანადამფუძნებელი. 
M: რა შეცვალა ფუნქციონირების ექვსმა თვემ „მანილაში“? როგორ განვითარდით? 
„მანილა“ თავდაპირველად უფრო შუამავალი ბიზნესის როლს ასრულებდა, ვგულისხმობ იმას, რომ მაღაზია მარაგდებოდა სხვა საწარმოებიდანაც, მაგრამ დღესდღეობით,  ჩვენთვის ასევე ყველაზე მთავარი ის არის რომ თითოეული აქსესუარი დამზადებულია საქართველოში და ამ ეტაპზე ორიენტირებული ვართ მხოლოდ ადგილობრივი რესურსებით დამზადებული პროდუქციის რეალიზებაზე.

M: რა გამოცდილება გქონდათ მანამ, სანამ „მანილას“ შექმნიდით?
„მანილა” არის პირველი სტარტაპი რომელსაც შევეჭიდეთ, მანამდე მსგავსი სახის გამოცდილება არ გვქონია, მხოლოდ და მხოლოდ უნივერსიტეტში და ბიზნესსტატიებით მიღებული თეორიული ცოდნა გვიმაგრებდა ზურგს.

M: როგორია „მანილას“ კონცეფცია? რა გამოარჩევს მას სხვა ონლაინ მაღაზიებისგან?
ჩვენი ბიზნეს კონცეფცია დაფუძნებულია მასშტაბების ზრდაზე და კმაყოფილი მომხმარებლების რაოდენობის მატებაზე. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოგვდის. მომხმარებელთა სურვილებს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, გვაქვს მჭიდრო კონტაქტი მათთან რაც გვეხმარება შევქმნათ ისეთი პროდუქტი, რომელიც მაქსიმალურად მათზე იქნება მორგებული. მანილა არა მხოლოდ პროდუქტს, არამედ „სიხარულს (ემოციას) ყიდის“. ჩვენ ვმუშაობთ და ვქმნით ისეთ პროდუქციას რომელიც მომხმარებელში დადებით ემოციას აღძრავს, ეს კი ძალიან კარგად ასტიმულირებს გაყიდვებს.

M: როგორია პროდუქციის შეკვეთასთან, თუ ადგილზე მიტანასთან დაკავშირებული დეტალები?
მაღაზია, ამ ეტაპზე, ფუნქციონირებს მხოლოდ ონლაინ პლატფორმებზე. ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია დაგვიკავშირდეს, ჩვენთან კომუნიკაცია ძალიან მარტივია, ოპერატორები მთელი დღის განმავლობაში ონლაინ კონსულტაციას უწევენ მომხმარებლებს, აფორმებენ შეკვეთებს (სულ რამოდენიმე წუთი სჭირდება) და მაქსიმალურად მოკლე დროში აწვდიან მათ პროდუქციას. ჩვენ ვაწვდით შეკვეთებს მთელი საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ წერტილში.

M: რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ? 
გვინდა ახალი სარეალიზაციო წერტილების ათვისება, მათ შორის ექსპორტის მიმართულებით გვინდა განვვითარდეთ.

განხილვა