in

როგორ უნდა გაუმკლავდეთ მანიპულატორ უფროსს?

M2
M2

Gaslight Tango-ზე უნდა მოგიყვეთ, მანიპულაციის ისეთ ფორმაზე, რომელიც უფრო მეტად არაცნობიერად ხდება და სამსახურებრივ კულტურებშიც ხშირად იჩენს თავს. ეს უკანასკნელი ორი ადამიანის ურთიერთქმედებაა, რომელთაგანაც ერთს ყოველთვის სჭირდება, მართალი იყოს, რათა ურთიერთობაში ძალაუფლების შეგრძნება შეინარჩუნოს. ამ კატეგორიაში ხშირად ექცევიან ჩვენი უფროსები. მეორე მხარეს კი უფრო მეტად თანამშრომლები დგანან, რომლებიც უფროსს მანიპულირების საშუალებას აძლევენ, რადგან მას აიდეალებენ და სწორედ მისგან ელიან შექებას…

თუმცა ის, რაც რეალურად ამ ურთიერთობაში ხდება, შესაძლოა, არცერთმა მათგანმა იცოდეს. მანიპულატორს სჯერა, რომ საკუთარი თავისგან გიხსნით, არადა, რეალურად საკუთარ საჭიროებას იკმაყოფილებს; სურს, ძლიერი გამოჩნდეს, დაამტკიცოს, რომ მართალია, თქვენ კი ეთანხმებით… და როგორ უნდა შეაჩეროთ ეს? აქ რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ:

თავიდან არიდება

დაადგინეთ, რა ტიპის მანიპულაციასთან გაქვთ საქმე. შესაძლოა, უფროსის გავლენის ქვეშ იმიტომ მოექეცით, რომ ემოციურად არასტაბილური ხართ, არ შეგიძლიათ ზეწოლასთან გამკლავება, არც ის იცით, უფროსი ყოველთვის ასეთია თუ კონკრეტულ სიტუაციებში, როცა შეცდომას უშვებთ, როცა საუკეთესო შედეგებს აღწევთ თუ როცა გამოწვევებთან გიწევთ გამკლავება. ამის გაგება დაგეხმარებათ იმის განსაზღვრაში, რისი მიღება შეგიძლიათ და რისი არა. ასევე, გაარკვევთ, როდის არის საუკეთესო დრო ამ ადამიანთან ინტერაქციისთვის.

კარგი იქნება, თუ გაიგებთ, რისი გაკეთება სურს თქვენს უფროსს. მისი ქმედებები რაღაც სასჯელში გადაიზრდება, მაგალითად სამსახურიდან გაგათავისუფლებთ თუ ეს უბრალოდ ფსიქოლოგიური თამაშია? როცა კონკრეტულ სიტუაციას მკაფიოდ დაინახავთ, შეგიძლიათ დააწესოთ საკუთარი საზღვრები და გაესაუბროთ უფროსს. შეიძლება არ იყვნენ ამდენად მოქნილნი და კვლავ გააგრძელონ მანიპულირება, ამ შემთხვევაში კი დარჩებით თუ საზღვრებს დააწესებთ, ეს მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია.

განსაზღვრეთ, რა დოზით გჭირდებათ კომუნიკაცია. ზოგიერთ შემთხვევაში უფროსები ჩვენი პროფესიული ცხოვრების ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენენ, ზოგიერთში კი არა. არავის მოსწონს მანიპულაციის საგნად ყოფნა და თუ ყოველდღიურ ინტერაქციებს მინიმუმამდე დაიყვანთ, უფროსთან ურთიერთობაც მეტად გაგიმარტივდებათ.

შეწყვიტეთ აყოლა, როგორც კი დაიწყება

ერთ-ერთი დიდი ფაქტორი, რომელიც ამგვარ ურთიერთობებში გვითრევს, ჩვენი საჭიროებაა, რომ მართლები ვიყოთ… ხოლო იმაზე დარდი, რომ სამართლიანად არ გვეპყრობიან და მეტისმეტად მგრძნობიარეები ვართ, შეიძლება გვაჩუმებდეს და მოწყვლად მდგომარეობაში გვაქცევდეს სხვა ადამიანების მანიპულაციების მიმართ. 

ჩვენ გამუდმებით გვინდა, სხვებმა პარტნიორის საჭიროებებისადმი კეთილგანწყობილად აღგვიქვან. ნაცვლად იმისა, რომ ვიფიქროთ, როგორ გვექცევა ჩვენი პარტნიორი, მთლიან ყურადღებას იმაზე ვამახვილებთ, თუ როგორ ვიქცევით ჩვენ… შესაძლოა, ასე თავსაც კი არიდებდეთ იმის დანახვას, რომ პარტნიორი ცუდად გექცევათ.

არ ეკამათოთ იმაზე, რაზეც იცით, რომ მართალი ხართ

ხელმძღვანელამდე უნდა მიიტანოთ მესიჯი, რომ კონკრეტულ თემებზე დისკუსიებს არ მიესალმებით. თქვენ იცით, რა არის სიმართლე და არ აპირებთ ამის შესახებ მიმდინარე დისკუსიებში ჩართვას… კრიტიკას უნდა გაუძლოთ, რომელიც იარაღად გამოიყენება და თქვენი თავისადმი ნამდვილი, ბალანსირებული და თანაგრძნობით სავსე მიდგომა უნდა დანერგოთ. როცა საქმე მანიპულატორთან გაქვთ, ეს არ არის მარტივი ამოცანა, მაგრამ მნიშვნელოვანია, თვითშეგრძნება არ დაკარგოთ.

ამგვარად, Gaslight Tango-ს შეჩერებაც საკმაოდ დიდი გამოწვევაა, თუმცა თუ ზემოთ მოცემულ რჩევებს გაითვალისწინებთ, ყველაფერი გამოვა…

საშობაო ვახშმის ალტერნატიული რეალობა — Wonderhood Studios-ის კამპანია

Protected: როგორ ცვლის მუსიკა მოგონებებს