in

Lightyear One — მანქანა, რომელსაც ერთი თვე არ სჭირდება დამუხტვა

იმისათვის, რომ კონკრეტული ადგილამდე მიხვიდეთ, საწვავის განსაზღვრული რაოდენობა გჭირდებათ. ასევე, უნდა იცოდეთ, სად შეძლებთ მანქანის დამუხტვას. ეს პროცესი ჩვენთვის საკმაოდ დამღლელია… ამ სიტუაციას კი მზის ენერგიაზე მომუშავე მანქანით — Lightyear One გამოასწორებთ. გვეუბნებიან, რომ მას 1 თვე დამუხტვის გარეშე შეუძლია იაროს, ხოლო მანძილი, რომლის დაფარვასაც ის შეძლებს, 400 კილომეტრზე მეტია. 

კომპანიის მიზანი ბაზარზე Lightyear One-ის ყველაზე ეფექტურ ავტომობილად ქცევაა. მან გატესტვისას 400 კმ (248 მილი) 130 კმ/სთ სიჩქარით გაიარა. უფრო დაბალი სიჩქარით კი მანქანამ 700 კმ-ზე მეტის გავლა შეძლო. 

იმედოვნებენ, რომ Lightyear One-ის გაყიდვას 2022 წლის შუა რიცხვებისთვის შეძლებენ. მანამდე კი დაჯავშნა კომპანიის ვებგვერდის საშუალებითაა შესაძლებელი, რისთვისაც წინასწარ 150 000 ევრო უნდა გადაიხადოთ. 

ამასთან ერთად, Lightyear-მა რეალური სამყაროს აეროდინამიკური ტესტები Aprilia-ში ჩაატარა, რამაც კომპანიის მტკიცებით, რეკორდული შედეგი გამოიღო. ამბობენ, რომ ისინი ყველაზე აეროდინამიკური ხუთადგილიანი მანქანის წარმოებას შეძლებენ.

„სიყვარული არ არის…“ – პრინტ კამპანია ძალადობის წინააღმდეგ

#რასგულისხმობს: ციფრული ტრანსფორმაცია — ინტერვიუ ლაშა მირზელაშვილთან