10
Jun
2019

როგორია მანქანების საიდუმლო ცხოვრება? – Elliot-ის ვირუსული ნამუშევარი

10 Jun 2019



რა ხდება მაშინ, როცა ავტომობილიდან გადმოვდივართ, კარს ვკეტავთ და მივდივართ? როგორც ჩანს, მანქანებსაც აქვთ თავიანთი საიდუმლო ცხოვრება და არცთუ ურიგო იუმორი. რამდენიმე დღის წინ, ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა ვიდეორგოლი, სადაც ავტომობილები თავიანთ ყოფაზე საუბრობენ. ისინი ძალიან გვანან თავიანთ მფლობელებს, ზოგი ხუმრობს, ზოგი ბრაზობს, ზოგიც – იპრანჭება… ვიდეორგოლი, სულ მალე, ვირუსულად გავრცელდა და ამ დროისთვის, 350,000-მდე ნახვა აქვს.

როგორც აღმოჩნდა, ვიდეორგოლი ტექინსპექტირების კომპანია “ქვიქტესტის” პოპულარიზაციისთვის, სააგენტო Elliot-მა შექმნა, რეჟისორ დავით ჯიბლაძესთან ერთად.

ანა კუპრეიშვილი, Elliot-ის ექაუნთ მენეჯერი: “ეს ვიდეო არის კომპანია “ქვიქტესტის” საიმიჯო ვიდეორგოლი. მისი მიზანია “ქვიქტესტის” ცნობადობის გაზრდა. კონცეფცია არის “secret life of cars”, ანუ მანქანების თვალით დანახული დღევანდელი საგზაო მოძრაობის ინსაიტები და კონკრეტულად, “ქვიქტესტში” გავლილი ინსპექტირება. ამ ვიდეოთი ბრენდი გადადის ახალ საკომუნიკაციო პლატფორმაზე, ანუ კომუნიკაცია სხვადასხვა მედიაში იქნება უშუალოდ, მანქანების კუთხიდან. საბოლოო ჯამში, საზოგადოების დიდი ჩართულობა მივიღეთ: 5 დღეში, ვიდეოს აქვს 5000-ზე მეტი გაზიარება, 6500-ზე მეტი ლაიქი. ვფიქრობთ რეკლამის ვირუსულობა გამოიწვია ვიდეოში გამოყენებულმა აქტუალურმა თემებმა. ასევე, კომენტარებს გვწერენ, რომ კონტენტი იმდენად მდიდარია ინსაიტებით, რომ ყურებისას, ყოველ ჯერზე რაღაც ახალს პოულობენ.”

Credits:

Agency: elliot
Client: Quick Test
Writer & Director: David Jiblaze
Producer: Akka York
Cinematographer: Levan Lekiashvili
Assistant Producer: Tuti Kushashvili
Assistant Director: Saba Kakauridze
Gaffer: Gela Chinchaladze
CGI: Maka Kiknadze Kipiani, Giga Tsereteli, Giorgi Tsotskolauri, Sandro Nakashidze
Casting: Tako Elizarashvili
Sound: Gvaji
Color: Irakli Akhalkatsi
Production Assistants: Geluka Kuchaidze, Alex Sanderson

განხილვა