in

ნახეთ: მანქანის მბრუნავი კაბინა, რომელიც ავარიის დროს გადაგარჩენთ

საგზაო მოძრაობის დროს ავარიები საკმაოდ ხშირად ხდება… მართალია, მიზეზები განსხვავებულია, მაგრამ ამ პროცესში მანქანის აგებულება მაინც უმნიშვნელოვანესია. აქ კი ის კომპონენტები იგულისხმება, რომლებიც, შეჯახების დროს, ჩვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. საუბარია უსაფრთხოების ღვედებსა თუ ბალიშებზე, დამხმარე სამუხრუჭე სისტემებსა თუ სხვა. 

Aren Designs-ს კი ახლა ინოვაციურ კაბინას წარმოგვიდგენს, რომელიც პოტენციური ენერგიის კინეტიკურ ენერგიად გადაქცევის მარტივი პრინციპით მუშაობს. მასში ორი ადამიანი თავსდება და დარტყმის ძალას კაბინის ბრუნვით ამცირებს. მართალია, ერთი შეხედვით, ზაზუნას ბორბალს ჰგავს და მუშაობის პრინციპიც მსგავსია… მაგრამ აქ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ მანქანის კაბინის მსგავსი აგებულება გადარჩენაში დაგეხმარებათ.

 

მუზეუმები და ვინჩისა და რაფაელის ნამუშევრების NFT ასლებს ყიდიან

გაერთიანებულ სამეფოში პარამედიკოსებს Jetpack-ით გადაამზადებენ