in

“Mannequin Spectators” — კამპანიის ფარგლებში სპექტაკლებს მანეკენები ესწრებოდნენ

როგორ გავავსოთ თეატრები, როცა ამას ჯერ კიდევ გვიკრძალავს პანდემიის თანმდევი შეზღუდვები? ამ კითხვას პერუს სარეკლამო სააგენტო Fahrenheit DDB პასუხობს პროექტით “Mannequin Spectators”.

პროექტი თეატრების მხარდაჭერას ემსახურება, რადგან პერუში სპექტაკლებზე ადგილების 35% ცარიელი რჩება, რაც პირდაპირ ნიშნავს გაუყიდველი ბილეთების 35%-ს. სხვადასხვა სამოსში ჩაცმული მანეკენები კი ამ ადგილს იკავებენ და სივრცეს ავსებენ. საგულისხმოა, რომ პროექტი მოდის რეკლამირებასაც ემსახურება, კერძოდ, Oechsle-ს ბრენდისთვის.

რა თქმა უნდა, გარდა სიმბოლური მხარდაჭერისა და სამოსის რეკლამირებისა, კამპანია ერთგვარ პერფორმატიულ ხასიათს ატარებს… თითქოს, თავისთავად წარმოადგენს მინი თეატრალურ დადგმას.

ამ პროექტისთვის მანეკენები მუნიციპალურ თეატრს მთელი სეზონის განმავლობაში სტუმრობდნენ. თითოეულ ფიგურას ჰქონდა QR კოდი, რომლის დასკანერების შემდეგაც შესაბამისი კოლექციების პოვნა და შეძენა შეიძლებოდა.

თანამედროვე მიდგომები ამართლებს – ტესლა დეზერტირების ბაზარში

ამ სათვალეს NBA-ის გამარჯვებულები მოირგებენ