in

საუკეთესო მანქანების ათეული დამწყები მძღოლებისთვის

მას შემდეგ, რაც მართვის გამოცდას ჩავაბარებთ და მოწმობას ავიღებთ, ვფიქრობთ იმაზე, თუ რომელ და როგორ მანქანას ვმართავთ. საუკეთესო შემთხვევაში, გვინდა, რომ ჩვენი პირველი ავტომობილი იყოს უსაფრთხო და კარგად ეკიპირებული, პრაქტიკული, კომფორტული, ჰქონდეს ლამაზი სტილი და მისი მართვა იყოს სახალისო და არა მძიმე. ერთი შეხედვით, თითქოს ბევრი მოთხოვნაა, თუმცა სია, რომელიც უნდა წარმოგიდგინოთ, ამ მოსაზრებას შეგიცვლით. 

Skoda Fabia

ის არ არის მხოლოდ პრაქტიკული მანქანა, არამედ შეუძლია აღჭურვილობებისა და კომფორტის მთელი ნაკრები შემოგთავაზოთ. გარდა ამისა, ბიუჯეტურია, რაც დამწყები მძღოლისთვის თითქმის ყოველთვის მნიშვნელოვანია. კონდიცირება, ასისტენტი, რომელიც ზოლში დარჩენაში გეხმარებათ, ავარიული დამუხრუჭების სისტემა და ბლუთუზით კომუნიკაცია საინფორმაციო-გასართობ სისტემასთან, ის უპირატესობებია, რომლებიც ახალბედა მძღოლებს მაქსიმალურად კარგ პირველ გამოცდილებას შესძენს.

Volkswagen up!

საკმაოდ სოლიდური არჩევანია. მას აქვს შედარებით დაბალი ფასი, ეკონომიური ძრავა, უსაფრთხოა, აქვს რამდენიმე აირბაგი, ელექტრონული სტაბილურობის კონტროლი, ფუნქციური წინა კამერა და თავის ბიუჯეტთან შედარებით გაცილებით ძვირფასი ინტერიერი. რაც მთავარია, არის მარტივი სამართავი და იდეალურად პარკირდება თავისი პატარა გაბარიტებით.

Hyundai i10

პირველ რიგში, ეს მოდელი იმით იქცევს ხოლმე მომხმარებლის ყურადღებას, რომ მწარმოებელი მის 5-წლიან გარანტირებულად გამართულ მუშაობას გვპირდება. გარდა ამისა, ის კომპაქტური, პატარა ზომის ავტომობილია, რომელიც კლიმატ კონტროლსა და უკანა ხედვის კამერასაც გვთავაზობს. 

Volkswagen Polo

თუ სუპერმინი მანქანები მოგწონთ, რთულია „პოლოს” ვინმე დაუყენოთ გვერდში. მისი რამდენიმე ვერსია არსებობს და მათი არჩევა თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. ძირითადი ფუნქციები ყველა ვერსიას მსგავსი აქვს, ფუნქციათა რაოდენობით კი ნამდვილად იწონებს თავს. მათ შორისაა: ავტომატური წინა ფარები, საბურავები, რომლებიც ძვირფასი ლითონისგან მუშავდება, ელექტრონული სტაბილურობის კონტროლი და სენსორები, რომლებიც წვიმაზე რეაგირებს.

Kia Picanto

მესამე თაობის Kia Picanto პატარა სპორტული მანქანის იმიჯს ატარებს. ის ქალაქში მოსიარულე ავტომობილების ტოპ სიაში თითქმის ყოველთვის ხვდება და არც ჩვენი სია გამოტოვა. ელექტრული ფანჯრებით, USB პორტით, ავტომატური განათებითა და ეკონომიური ძრავით, ის მრავალი დამწყები (და არა მარტო) მძღოლის გულთამპყრობელი ხდება.

Toyota Aygo X

თუ თქვენს პირველ ავტომობილად SUV-ს ხედავთ, მაშინ რჩევა იქნება, რომ ამ მანქანით დაიწყოთ. ის 3-ცილინდრიან, საწვავზე მომუშავე ძრავას ფლობს. მისი ინტერიერი საკმაოდ მოხერხებულია და, რაც მთავარია, სასიამოვნო დიზაინის. 17-დუიმიანი ბორბლები და 7-დუიმიანი სენსორული ეკრანები კი მის უპირატესობებს კიდევ უფრო უსვამს ხაზს.

Dacia Sandero

ეს ნაკლებად ცნობილი მოდელი ერთ-ერთი ყველაზე ბიუჯეტურია ამ კატეგორიაში. მისი ბოლო თაობა Renault Clio-ს მიხედვითაა შექმნილი, რომელიც, თავის მხრივ, საუკეთესო სუპერმინიდ ითვლება. ყოველდღიურ მოხმარებაში ის დაგიმტკიცებთ თავის პრაქტიკულობას.

Fiat 500

ჩვენ ვიცით, რომ ავტომარკეტი დიდი სისწრაფით მიემართება ელექტრომობილებისკენ. თუ თქვენც იმ ადამიანებს მიეკუთვნებით, ვისაც არ უნდა სიახლეს ჩამორჩეს და ელექტრომობილის უპირატესობასაც მეტად ხედავს, მაშინ Fiat 500 დაგაინტერესებთ.

შეიძლება ითქვას, ის ყველაზე პატარა და იაფი ელექტრომობილია ბაზარზე. 2022 წელს მან საუკეთესო „ქალაქის მანქანის” ტიტულიც მოიპოვა ავტოგამოცემების გამოკითხვაში. სრულ აღჭურვილობასთან ერთად მას აქვს საკმაოდ გამძლე ბატარეაც, რომლის ერთი დატენა დაახლოებით 320 კილომეტრს გაგატარებთ.

Hyundai Kona

შეიძლება თქვათ, რომ კომპაქტური SUV არ არის დამწყები მძღოლისთვის ყველაზე გონივრული რჩევა, თუმცა Hyundai Kona შეგვიძლია გამონაკლისად ჩავთვალოთ. მისი ვერსიები შეგდება როგორც ჰიბრიდული, ისე სრულად ელექტრო მოდელებისგან, ამიტომ არჩევანი თქვენზეა. ავტომობილი გზაზე მანევრირებით გამოირჩევა და აქვს უსაფრთხოების შესანიშნავი სტანდარტები. გარეგნულად და ინტერიერით ვიზუალურად მიმზიდველია და არ არის მძიმე სამართავი, რაც სრულად აკმაყოფილებს დამწყები მძღოლის მოთხოვნებს.

Fiat Panda

Fiat Panda ამ სიის ერთ-ერთი ყველაზე ძველი მანქანაა, თუმცა მისი უახლესი მოდელი იმსახურებს, რომ ერთ-ერთ საუკეთესო ვარიანტად ითვლებოდეს დამწყებთათვის. მგზავრობის დროს კომფორტულია, აღჭურვილია მაღალი დონის საინფორმაციო-გასართობი სისტემით, არის ჰიბრიდული, რაც ეკონომიურს ხდის. ამ ყველაფრის მიუხედავად კი, მაინც ბიუჯეტურია სხვა ბევრ, თავის მსგავს მოდელთან შედარებით.

Coca-Cola, ციფრული მარკეტინგის გასააქტიურებლად, OpenAI-ისთან თანამშრომლობს

გენერაციული AI საძიებო სისტემების რევოლუციას ვერ მოახდენს