in

ასტრონომებმა სამყაროს ახალი ინტერაქციული რუკა შექმნეს

ის ყველასთვის ხელმისაწვდომია

სამყაროს ახალი რუკა პირველად ასახავს კოსმოსის ამ პერიოდისთვის ცნობილ სივრცეს სრული სიზუსტით და განსაცვიფრებელი სილამაზით ასახავს. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ასტრონომების მიერ შექმნილი რუკა ორი ათწლეულის მანძილზე შეგროვებულ მონაცემებს ეყრდნობა — მისი მეშვეობით, საზოგადოებას იმ მონაცემების ნახვა შეუძლია, რომლებიც ადრე მხოლოდ მეცნიერებისთვის იყო ხელმისაწვდომი.

M2
M2

ინტერაქციული რუკა 200 000 გალაქტიკას მოიცავს, თავისი რეალური პოზიციებითა და ფერებით. „ბავშვობაში ძალიან შთაგონებული ვიყავი ასტრონომიული სურათებით, ვარსკვლავებით, ნისლეულებითა და გალაქტიკებით. ახლა კი დროა, ახალი ტიპის გამოსახულებები შევქმნათ ხალხისთვის შთაგონების მისაცემად. ჩვენი მიზანია, ყველას ვაჩვენოთ, როგორ გამოიყურება სამყარო სინამდვილეში“, — ამბობს რუკების შემქმნელი ბრის მენარდი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით ასტროფიზიკოსები წლების განმავლობაში აანალიზებდნენ ამ მონაცემებს, რასაც ათასობით სამეცნიერო ნაშრომი და აღმოჩენა მოჰყვა. მაგრამ აქამდე არავის შეუქმნია მეცნიერულად ზუსტი და რიგითი ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი რუკა. მის ციფრულ ვერსიაში თითოეული წერტილი გალაქტიკას წარმოადგენს და ყოველი გალაქტიკა მილიარდობით ვარსკვლავს და პლანეტას შეიცავს. რაც უფრო შორს არის ობიექტი, მით უფრო წითელი შეფერილობა აქვს.

სამყაროზე ჩვენი თვალსაწიერის გაფართოება ამ რუკის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას უწყობს ხელს… „ამ რუკაზე მხოლოდ ერთი წერტილი ვართ. და როდესაც ვამბობ „ჩვენ“, ვგულისხმობ ჩვენს გალაქტიკას, ირმის ნახტომს, რომელიც უამრავ ვარსკვლავსა და გალაქტიკას მოიცავს. ჩვენ მიჩვეულები ვართ ასტრონომიული სურათების ხილვას, სადაც ნაჩვენებია ერთი გალაქტიკა აქ, ერთი გალაქტიკა იქ, ან შესაძლოა გალაქტიკათა ჯგუფი. მაგრამ ის, რაც ამ რუკაზეა, სრულიად განსხვავებული მასშტაბია“, — აღნიშნავს მენარდი.

იღბლიანი სიყვარულის ამბავი — Camelot-ის საშობაო რეკლამა

ჰოლანდიური ბრენდი Zeelandia-ს კონდიტრებმა საქართველოში მასტერკლასი ჩაატარეს