in

MAQRO CITY TBILISI – უძავი ქონების ბაზრის მოთხოვნის, ხარისხისა და სტრატეგიის სინთეზი

წლებთან ერთად, საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის მოცულობა საგრძნობლად იზრდება, ამასთანავე, ბაზარი ახალ ეტაპზე გადადის და ტენდენციებიც განსხვავებულია. ბუნებრივია იცვლება მომხმარებელთა მოთხოვნებიც, ისინი ეძებენ არა მხოლოდ საცხოვრებელ ფართსა თუ კარკასს, არამედ გადამწყვეტ ფაქტორად იქცა: ლოკაცია, ღირებულება, კომფორტი, უსაფრთხოება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ინფრასტრუქტურა, გარემო, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ყოველდღიურ მოთხოვნილებებს, რომელიც ცხოვრების აჩქარებული ტემპიდან გამომდინარე, საკმაოდ ფართოა. 

ამ მოთხოვნების ფონზე, ახალ პროექტებს შორის განსაკუთრებით MAQRO CITY TBILISIგამოირჩევა. მრავალფუნქციური, მასშტაბური ქალაქური კონცეფცია, რომელიც სრულად აერთიანებს, როგორც საცხოვრებელ კომფორტს, ასევე საინტერესო და მიმზიდველია ინვესტორებისთვისაც, კომპლექსი ბაზრის რეალურ ლიდერად გვევლინება. 

ბაზრის სტრუქტურა 2024-2025: რას ითხოვს მომხმარებელი?

თანამედროვე მყიდველისთვის გადამწყვეტია, რამდენად მარტივია გადაადგილება სახლიდან სამსახურამდე, ბაღამდე, სავაჭრო თუ სარეკრეაციო ზონამდე. მნიშვნელოვანია, რამდენად ახლოსაა სახლი სატრანსპორტო კვანძებთან, იქნება ეს მეტრო, ავტობუსი თუ სამარშრუტო ტაქსები. დღევანდელი მაცხოვრებლისთვის ბინა უნდა იყოს არა უბრალოდ კარგ უბანში, არამედ გადამწყვეტია მობილობა და დროის რაციონალური მართვა.

ამასთან, მომხმარებელი სულ უფრო ხშირად ეძებს არა მხოლოდ საცხოვრებელ ფართს ან კარკასს, არამედ კომპლექსურ სივრცეს, სადაც სახლთან ახლოს ექნება საყოფაცხოვრებო სივრცეები, მაღაზია, ბაღი, რეკრეაციული ზონა, სპორტული ინფრასტრუქტურა და სხვა.
თანამედროვე ტენდენციები და დაკვირვება ცხადყოფს, რომ მყიდველისთვის მნიშვნელოვანია, საცხოვრებელ გარემოში იყოს ეკოლოგიურად სუფთა, გამწვანებული სივრცეები, სათანადო ინფრასტრუქტურით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უსაფრთხოება წინა პლანზე გადმოვიდა. თუკი რამდენიმე წლის წინ, საცხოვრებელი ტერიტორიის ზედამხედველობა/დაცვა არც თუ ისე პოპულარული იყო, დღეს, საბაზისო მოთხოვნა გახლავთ.

წლებთან ერთად, ტექნოლოგიური და ეკოლოგიური გადაწყვეტილებები სულ უფრო პოპულარული ხდება. ენერგოეფექტური სისტემები, წყალმზოგავი ინფრასტრუქტურა და სხვა მსგავსი გადაწყვეტები აღარ არის მხოლოდ პრემიალური ხაზის სეგმენტის მოთხოვნა, არამედ სტანდარტად იქცევა. გარდა ამისა, მყიდველთა მნიშვნელოვანი ნაწილი უძრავ ქონებას უკვე განიხილავს, როგორც აქტივსა და საინვესტიციო პროდუქტს. თანამედროვე მყიდველი ეძებს ისეთ პროექტს, რომელიც უზრუნველყოფს ქონების ღირებულების ზრდას, გაქირავების მაღალ მოთხოვნას და სტაბილურობას ეკონომიკური ცვალებადობის შემთხვევაში.

და სწორედ მაშინ, როდესაც უძრავი ქონების ბაზარი მკვეთრად იცვლება და მომხმარებლების პრიორიტეტები ყოველწლიურად ახლდება, არის კომპანია, რომელიც ამ ცვლილებებს პასუხობს და ახლებურ სტანდარტსაც კი აყალიბებს. მაქრო დეველოპმენტის ახალი პროექტი, MAQRO CITY TBILISI ამის ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითია. ეს გახლავთ ურბანული, მწვანე კონცეფციის პროექტი, რომელიც აერთიანებს თანამედროვე საცხოვრებელ სივრცეებს, მრავალფეროვან ინფრასტრუქტურასა და მაღალ საინვესტიციო პოტენციალს.

სტრატეგიული მდებარეობა და კომფორტული გადაადგილება

MAQRO CITY TBILISI სივრცობრივად დაპროექტებულია იმ პრინციპით, რომ მაცხოვრებლებისთვის გადაადგილება იყოს მაქსიმალურად მარტივი, სწრაფი და კომფორტული. 

პროექტი მდებარეობს სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილის მიმდებარედ, ნოე რამიშვილის №30-ში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გვერდით. სტრატეგიული ლოკაცია მაცხოვრებლებს სთავაზობს გამარტივებულ წვდომას ქალაქის სატრანსპორტო ქსელზე: სულ რაღაც, ხუთი წუთის სავალზე მდებარეობს სამგორის მეტროსადგური, რაც უზრუნველყოფს სწრაფ კავშირს ქალაქის ნებისმიერ წერტილთან. კომპლექსის მოპირდაპირე მხარეს განთავსებულია ავტობუსებისა და მიკროავტობუსების გაჩერება, რაც კიდევ უფრო ზრდის კავშირის ხელმისაწვდომობას ქალაქის სხვადასხვა უბანთან. აღსანიშნავია, რომ კომპლექსი ახლოს მდებარეობს მნიშვნელოვან მუნიციპალურ ობიექტებთან, სავაჭრო ცენტრეთან, აეროპორტთან, სკოლებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან.

მრავალფუნქციური გარემო 

პროექტის კონცეფცია ეფუძნება იდეას – „სივრცე, რომელიც აერთიანებს“. MAQRO CITY TBILISI-ის მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ცხოვრებას არა მხოლოდ კომფორტულს, არამედ სრულფასოვანსაც ხდის.

პროექტი აერთიანებს მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას, მათ შორის: კომერციულ და საოფისე ფართებს, საბავშვო ბაღს, საცურაო აუზებს, კალათბურთის მოედნებს, ჩოგბურთის კორტებს, ღია და დახურულ ფიტნეს ზონებს, ველო და სარბენ ბილიკებს. იგი მოიცავს ყოველდღიური საჭიროებებისთვის საჭირო კომპონენტებს და ასევე, ორიენტირებულია ცხოვრების ხარისხის ამაღლებაზე. 

მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ტერიტორიის თითქმის ნახევარი სრულად ეთმობა გამწვანებულ და რეკრეაციულ სივრცეებს. ეს ქმნის ჰარმონიულ გარემოს, როგორც ოჯახებისთვის, ისე მათთვის, ვინც თანამედროვე ურბანულ სივრცეში უძრავ ქონებაში ინვესტირებით არის დაინტერესებული. 

უსაფრთხოება

MAQRO CITY TBILISI დედაქალაქში ყველაზე უსაფრთხო კომპლექსი იქნება. კომპლექსს ექნება მხოლოდ ერთი ცენტრალიზებული, დაცული შესასვლელი, რაც გადაადგილებას ორგანიზებულსა და კონტროლირებადს გახდის. ტერიტორიას 24/7 რეჟიმში მოემსახურება დაცვა. 

გარდა ამისა, MAQRO CITY TBILISI-ის სტრატეგიული მდებარეობა თავისთავად განაპირობებს მაღალი დონის უსაფრთხოებას. კომპლექსი მდებარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს უშუალო სამეზობლოში, რაც დამატებით ზრდის საერთო უსაფრთხოების ხარისხს.

ტექნოლოგიური და ენერგოეფექტური არქიტექტურა

MAQRO CITY TBILISI-ში ინტეგრირებულია ენერგოეფექტური გადაწვეტილებები. ეს დეტალები არა მხოლოდ მყიდველის ყოველდღიურ კომფორტზე ზრუნავს, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში, ხარჯებს ამცირებს.

აქტივი, რომელიც ღირებულებას არ კარგავს 

თბილისის უძრავ ქონების ბაზარზე მოთხოვნა ინვესტიციების კუთხით იზრდება, ხოლო MAQRO CITY TBILISI-ში ბინის შეძენა ნიშნავს გონივრულ საინვესტიციო არჩევანს: გაქირავების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მაღალ შემოსავალს, წლებთან ერთად, ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად იზრდება, ხოლო ლოკაცია სწრაფად განვითარებადი და სტრატეგიულად მიმზიდველია.

მომხმარებლებმა  MAQRO CITY TBILISI-ის პირველი ეტაპის ბინების 70% საინვესტიციო მიზნებით შეიძინეს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს პროექტის სანდოობასა და მის საინვესტიციო მიმზიდველობას გრძელვადიან პერსპექტივაში.

იმ დროს, როდესაც ბაზარზე ყველა დეველოპერი ცდილობს დააკმაყოფილოს მომხმარებელთა მოთხოვნები, მაქრო დეველოპმენტი ქმნის თანამედროვე მოთხოვნების ახალ სტანდარტს. MAQRO CITY TBILISI არ არის მხოლოდ ოპტიმალური გეგმარებისა და მწვანე კონცეფციის ქალაქი, ეს არის ახალი ტიპის ურბანული სივრცე, რომელიც პასუხობს მომავლის საჭიროებებს.

გაყიდვების მაღალი მაჩვენებელი და მომხმარებელთა ნდობა მოწმობს, რომ MAQRO CITY TBILISI არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მდგრადი პროექტი ბაზარზე, რომელიც გრძელვადიანად ინვესტიციად იქცევა და ცხოვრების ახალ ხარისხს ქმნის.

„MAQRO CITY TBILISI – ის უნიკაულურობა და ინოვაციურობა მხოლოდ ინფრასტრუქტურული თუ ენერგოეფექტური სისტემებით არ შემოიფარგლება. ის სრულიად ახალ სტანდარტს სთავაზობს მომხმარებელს გადახდის პირობების კუთხითაც. უძრავ ქონებაზე მეტი ხელმისაწვდომიბის მიზნით მაქრო მომხმარებელს ფინანსურად საუკეთესო პირობებს სთავაზობს. ის ერთადერთი კომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომელიც მყიდველს ერთიანი გადახდის შემთხვევაში 15%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. ასევე დაინტერესებულ პირს შეუძლია ისარგებლოს შიდა უპროცენტო განვადებით, რომელიც ინდივიდუალურად ერგება თითოეულ კლიენტს.

გადახდის მსგავსი პირობები, რომლებიც უშუალოდ მომხმარებლის საჭიროებებს ერგება, ქართულ ბაზარზე იშვიათი ფუფუნებაა. MAQRO-ს საგადახდო პოლიტიკა კი მომხმარებლის ინტერესებსა და შესაძლებლობებზე მაქსიმალურად არის მორგებული, რაც მას უძრავი ქონების ქართულ ბაზარზე მართლაც გამორჩეულს ხდის.”

[R]

„ბლოქსი ორთაჭალა” – ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!

ზაფხული ჩალის ქუდებით? „ავერსის” მხიარული ფლეშმობი