in

„მაქრო სითი თბილისი“ — ახალი მასშტაბური პროექტის გაყიდვები იწყება

მაქრო დეველოპმენტი ეკომეგობრული მწვანე კონცეფციის საცხოვრებელი კომპლექსების შენებას განაგრძობს და მომხმარებლებს მორიგ მასშტაბურ პროექტს წარუდგენს — „მაქრო სითი თბილისი“ არის კომპლექსი, რომელშიც ცხოვრება, მუშაობა და დასვენება ერთ სივრცეში იქნება შესაძლებელი.

კომპანია საქართველოში, კერძოდ კი დეველოპერულ სექტორში, სრულიად ახლებურ სტანდარტს და მიდგომებს აყალიბებს, რისი ნათელი მაგალითი მათ მიერ განხორციელებული პროექტები „მწვანე ბუდაპეშტი“ და „მწვანე ალმასია“. „მაქრო სითი თბილისიც“ ამ ღირებულებების ერთგული რჩება. 

ნოე რამიშვილის 30 ნომერში არსებული კომპლექსი 100 000 კვადრატულ მეტრზე განთავსდება, რომლის დაახლოებით ნახევარი რეკრეაციულ და გამწვანებულ სივრცეებს დაეთმობა. საცხოვრებელი ბლოკები სხვადასხვა ზომისა და საჭიროების მქონე ოჯახებზეა გათვლილი. შესაბამისად, ვხვდებით სტანდარტულ, ტერასულ და საკუთარი ეზოს მქონე 2, 3 და 4-ოთახიან ბინებს. 

ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით კი მაქრო დეველოპმენტი მომხმარებლებისთვის მცირე ზომის ბინების შეთავაზებას ამ პროექტის ფარგლებშიც აგრძელებს — საცხოვრებელი სახლის ფართი 45 მ2-დან დაიწყება… 

„მაქრო სითი თბილისი“ განთავსებულია დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ და სტრატეგიულ უბანში, სადაც თავმოყრილია, როგორც ძირითადი სატრანსპორტო კვანძები, ისე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი და კომერციული ობიექტები. სულ რამდენიმე წუთში მარტივად მისადგომია მეტროს სადგური, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფ კავშირს ქალაქის ნებისმიერ ნაწილთან. ახლოს მდებარეობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, რაც პროექტს დამატებით ღირებულებასა და უპირატესობას ანიჭებს. „მაქრო სითი თბილისის“ გარშემო მდებარეობს  შინაგან საქმეთა სამინისტრო, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სავაჭრო სივრცე „ისთ ფოინთი“, ხოლო ავტომობილით, რამდენიმე წუთში შესაძლებელია გასეირნება ძველი თბილისის ისტორიულ ნაწილში.

აღსანიშნავია, რომ ბინები ბარდება სრული რემონტით, რაშიც შეღებილი კედლები, ლამინირებული იატაკი, ალუმინის ფანჯრები, ე. წ. სლაიდ სისტემის კარები, კერამიკული ფილები სამზარეულოსა და აბაზანაში, იატაკის გათბობა, სამზარეულოს ავეჯი ჩაშენებული ტექნიკით: ღუმელი, გაზქურა და გამწოვი, სველი წერტილი: სრულად აღჭურვილი სააბაზანო გარნიტურით მოიაზრება. 

ამასთან, ყველა ბინა გამოირჩევა თანამედროვე დაგეგმარებით, ენერგოეფექტურობითა და მაღალი ხარისხის გარე/შიდა მოპირკეთებით. პროექტი ასევე ითვალისწინებს ღია და დახურულ საპარკინგე სივრცეებს.

„მაქრო სითი თბილისი“ უნიკალურია არა მხოლოდ მასშტაბებით, არამედ იმ თანამედროვე თვითკმარი კონცეფციით, რომელსაც პროექტი მომხმარებლებს სთავაზობს. პანდემიის გამოცდილებამ მკაფიოდ გვაჩვენა, რაოდენ მნიშვნელოვანია საცხოვრებელ გარემოში არსებობდეს სპორტული, რეკრეაციული, კომერციული და საგანმანათლებლო სივრცეები. „მაქრო სითი თბილისი“ კი, სწორედ ასეთ საჭიროებებზეა მორგებული, „ქალაქი ქალაქში“, სადაც ცხოვრება, მუშაობა და დასვენება ერთ სივრცეში იქნება შესაძლებელი.

ამგვარად, პროექტის თითქმის ნახევარი რეკრეაციულ ზონას დაეთმობა. ეს კი უკვე ოთხ საცურაო აუზს, სამ ჩოგბურთის კორტს, ორ კალათბურთის მოედანს, ღია და დახურულ ფიტნეს სივრცეებს, ველო და სარბენ ბილიკებს, საბავშვო გასართობ სივრცეებსა და საბავშვო ბაღს აერთიანებს. 

„მაქრო სითი თბილისში” თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული, მოქნილი დაგეგმარების ოფისები დაგხვდებათ, რომლებიც დააკმაყოფილებს როგორც მცირე, ისე მსხვილი კომპანიების მოთხოვნებს. ხოლო იმ ბლოკებში, რომელთა ფასადები კომპლექსის შიდა და გარე მხარეს გადაჰყურებს, კომერციული ფართები მოეწყობა.

მაქრო დეველოპმენტის მორიგი მასშტაბური და გამორჩეული პროექტი, „მაქრო სითი თბილისი“ პირველი კომპლექსი იქნება დედაქალაქში, რომელშიც მსოფლიოში აღიარებული შვეიცარიული ბრენდის Mövenpick Living-ის ბრენდის სასტუმრო განთავსდება. აღნიშნული კი პროექტს დამატებით საინვესტიციო ღირებულებას ანიჭებს.

პროექტის ოფიციალური პრეზენტაცია 14 ივნისს გაიმართება, რის პარალელურადაც წინასწარი გაყიდვები დაიწყება — მაქრო დეველოპმენტი წინასწარი გაყიდვების ეტაპზე განსაკუთრებულ პირობებს შემოგთავაზებთ:

  •   კვადრატული მეტრის ფასი: $1,250-დან
  •   შიდა უპროცენტო განვადების მოქნილი პირობები
  •   პირველადი შენატანი – მხოლოდ 20%-დან
  •   ყოველთვიური გადასახადი $900 -დან

როგორც „მაქრო სითი თბილისის“ კამპანიაში ამბობენ, „ფასები გაიზრდება“, შესაბამისად, რაც უფრო ადრე მიიღებთ გადაწყვეტილებას, მით უკეთესი ფასითა და პირობებით შეძლებთ, ისარგებლოთ.

[R]

კოკა-კოლას ქილებით მოყოლილი ამბავი — Coke for Everyone

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით „თბილისის ლანდშაფტის მოდელირების“ სემინარი და ვორქშოფი გაიმართება