25 მაისს „თეატრში“ სამშენებლო და დეველოპერული კომპანიის, „მაქრო ქონსთრაქშენის” ახალი სერიის – „პრესტიჟი” და ამ სერიის პირველი პროექტის – „პრესტიჟი კოსტავაზე” პრეზენტაცია გაიმართა. „პრესტიჟი“ კომპანიის კიდევ ერთი ახალი და მომხიბვლელი მიმართულებაა, რომელიც მოიცავს ლუქს, ელიტარულ და ბუტიკ პროექტებს ქალაქის ცენტრში.
ის ფაქტი, რომ „პრესტიჟის“ სერიის პროექტები ქალაქის ცენტრალურ მისამართებზე განლაგდება და მაღალი არქიტექტურული გემოვნებით იქნება გამორჩეული, პრესტიჟს არა მხოლოდ მათ მფლობელს, არამედ ქალაქის იერსახესაც შეჰმატებს.
„პრესტიჟის სერია” აერთიანებს ფეშენებელურ აპარტამენტებს, კომფორტსა და ელეგანტურობას, რომელიც განსაკუთრებული ცხოვრებისთვის საჭირო ყველა მახასიათებელს მოიცავს. კომფორტის ზონის უფრო მაღალი ეფექტურობისთვის, სერია გათვლილია მცირე რაოდენობის საცხოვრებელ ფართებზე.
რაც შეეხება სერიის პირველ პროექტს, „პრესტიჟი კოსტავაზე“, ის მეოცე საუკუნის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არქიტექტორის, მიხეილ ნეპრინცევის მიერ შექმნილი ე.წ. საქ-ნავთობის ადმინისტრაციული შენობის რესტავრაცია/რეკონსტრუქციის პროცესს მოიცავს მისთვის არქიტექტურული იდენტურობის შენარჩუნებით.
პროექტის უპირატესობები ინვესტიციის ამოგების (ROI) მაღალ მაჩვენებლებს განაპირობებს, რაც უძრავი ქონებით დაინტერესებულ მომხმარებლებს განხორციელებული ინვესტიციის 8 წელიწადში ამოგების საშუალებას მისცემს.
რესტავრაციის გეგმის მიხედვით, მომხმარებლებს კომპლექსში შესვლისას დახვდებათ შთამბეჭდავი მაღალჭერიანი ჰოლი ელეგანტური და საკმაოდ ფართო ლობით, მიმღებითა და ისტორიულ შენობას მორგებული თანამედროვე და კომფორტული ლიფტით.
აღსანიშნავია, რომ კომპლექსში მოხვედრა მხოლოდ ამ ისტორიული შენობის ჰოლით იქნება შესაძლებელი და ის საერთო იქნება ყველა მფლობელისათვის. ასე რომ, ისტორიის მთელი ბრწყინვალებით შემკული თქვენი ზღაპრული მოგზაურობა სწორედ აქ იწყება.
ამ შენობას გვერდით ემატება იმავე ესთეტიკაში შესრულებული ახალი ბლოკი (ბლოკი B). შენობის საცხოვრებელ კომპლექსად ტრანსფორმაციის პროცესში სრულად იქნება გათვალისწინებული იმ ეპოქის სული, ატმოსფერო და ესთეტიკა, რომელშიც შეიქმნა ისტორიული შენობა.
„მწვანე“ კონცეფციის შემდეგ, რომლის ფარგლებშიც კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენმა“ საცხოვრებელი კომპლექსები „მწვანე ბუდაპეშტი და „მწვანე ალმასი“ ააგო, „პრესტიჟი“ კომპანიის რიგით მესამე პროექტია უძრავი ქონების ბაზარზე. თავისი უცხოელი მომხმარებლებისთვის კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენმა“ საინფორმაციო-სარეკლამო რგოლიც მოამზადა ინგლისურ ენაზე, რომელიც პროდიუსერმა ლაშა ჭიტაძემ სააგენტო Pinball-თან და პროდაქშენ კომპანია Nelson-თან ერთად გადაიღო.
კრედიტები:
Produced by Lasha Tchitadze
Agency:Pinbol
Production company – Nelson
წარმოების მენეჯერი | ილია რუხაძე |
რეჟისორი | ირაკლი ყაჭეიშვილი |
1 st AD | მადლენი კვიკვინია |
დამდგმელი ოპერატორი | გოგლიკა ხაინდრავა |
ოპერატორის პირველი ასისტენტი ფოკუსი | ერეკლე ცხელიშვილი |
ოპერატორის მეორე ასისტენტი | მიშო სეფიაშვილი |
დრონი | ანდრეი ბარბაქაძე |
დრონი | არსენ კურდღელაშვილი |
CGI | კონსტანტინე ბახტაძე |
ფლეიბექი | როკო შავერდაშვილი |
გაფერი | ბაჩო ფირცხალაიშვილი |
გამნათებელი 1 | ჭოლა ჭყონია |
კლაპი | ისნინია ბარიშვილი |
დოლი გრიპი | ბაჩო ჯახუა |
დოლი გრიპი | ღვთისო მელაშვილი |
ხმა | გიორგი სუჯაშვილი |
დამდგმელი მხატვარი | ირა შენგელია |
მხატვრის ასისტენტი | გაბრიელი ჯავახიშვილი |
დეკორატორი | დათო გორძამაშვილი |
კოსტუმის მხატვარი | ეკატერინე კაპანაძე |
გრიმი | ხატია მელაშვილი |
ქასთინგ მენეჯერი | სოფია გეგეშიძე |
ქასთინგ მენეჯერის ასისტენტი | ქეთევან ასათიანი |
ლოკაციის მენეჯერი | არსენ კურდღელაშვილი |
ქეთერინგის მენეჯერი | ირაკლი მოძმანაშვილი |
მსახიობები: | |
მიხაილი | ირაკლი ჩხიკვაძე |
მიხაილის შვილი | ანდრია მუჯირიშვილი |
პრეზენტატორი | ზურა ბალანჩივაძე |
გიდი | ხატია პაიჭაძე |
post production by “Mental Drive Studio”
Special thanks to Georgeo Bubashvili
[R]