in

MAQRO Development-მა ახალი მასშტაბური პროექტი – „მაქრო სითი თბილისი“ საზეიმოდ წარადგინა

2025 წლის 14 ივნისს საერთაშორისო დეველოპერულმა კომპანია MAQRO Development-მა ოფიციალურად წარადგინა უპრეცედენტო მასშტაბის ახალი ურბანული პროექტი – „მაქრო სითი თბილისი“. პრეზენტაცია გრანდიოზულად გაიმართა და მოიცავდა როგორც პროექტის წარდგენას, ისე გაყიდვების საწყისი ეტაპის გამოცხადებას.

„მაქრო სითი თბილისი – ეს არის ჩვენი ახალი პროექტი, რომელიც არ არის მხოლოდ საცხოვრებელი კომპლექსი. ჩვენ ვაშენებთ კონცეპტუალურ ურბანულ პროექტებს, რომლებიც, პირველ რიგში, აერთიანებს ადამიანებს, მათ განსხვავებულ ისტორიებს, კულტურასა და ხედვებს. სწორედ ამ  კონცეფციის საფუძველზე შეიქმნა მაქრო სითი თბილისი”, – განაცხადა MAQRO Development-ის მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელმა, მარიამ გოგოხიამ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ინვესტორები, ბიზნესმენები, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, დეველოპმენტისა და არქიტექტურის სფეროს პროფესიონალები, პარტნიორი კომპანიები და კულტურის სფეროს ცნობადი სახეები. საღამო გამორჩეული იყო ვიზუალური, მუსიკალური და თეატრალური ელემენტებით.

მთავარ სცენაზე შედგა ქართული ნაციონალური ბალეტის – „სუხიშვილების“ შთამბეჭდავი წარმოდგენა, ხოლო დუეტმა „ჯორჯიამ“ პროექტის თემატური ჰიმნი შეასრულა, რომელიც სპეციალურად მაქრო სითი თბილისისთვის დაიწერა. 

ორგანიზატორებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ პატარა სტუმრებიც, ამიტომ ბავშვებისთვის მოწყობილი გასართობი ზონა დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობდა მათ. 

პროექტის პრეზენტაცია DJ-ს ენერგიული გამოსვლით დასრულდა.

პრეზენტაციაზე მაქრო სითი თბილისის უპირატესობებსა და საინვესტიციო ღირებულებაზე „მაქრო ჯგუფის” ბორდის წევრმა, ემრაჰ უჩარმაც ისაუბრა და შეაფასა, თუ რატომ უნდა აირჩიონ ადამიანებმა Maqro-ს ახალ პროექტში ინვესტირება:

პროექტი 100 000 კვადრატულ მეტრზე აშენდება, კომპლექსი 19 ბლოკს მოიცავს, კონსტრუქციის საერთო ფართობი კი 350 000 კვადრატული მეტრი იქნება. ყველაფრის ძირეული იდეა ისაა, რომ პროექტი ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს – ეს მთავარია და სწორედ ამიტომ გვაქვს გადახდის მოქნილი პირობები.

ამ ბიზნესში და ქვეყნის წამყვანი პროექტების დეველოპმენტში დიდი გამოცდილება გვაქვს. გარდა ამისა, მომხმარებლის თუ სტუმრის გადმოსახედიდან, ჩვენი პროექტი ძალიან მარტივად მისაწვდომია, საინვესტიციო ამონაგებს კი მოკლე პერიოდში იძლევა. სწორედ ეს არის, რასაც უკვე ზედიზედ მეთორმეტე წელია ბაზარს ვთავაზობთ, სწორედ ამიტომ დებენ ჩვენთან ინვესტიციას”, – განაცხადა ემრაჰ უჩარმა. 

ის, რაც პროექტის შესახებ უნდა იცოდეთ:

  • მშენებლობის ფართობი: 100,000 მ²
  • საერთო კონსტრუქციული მოცულობა: 350,000 მ²
  • ბლოკების რაოდენობა: 19
  • კვ.მ-ის საწყისი ფასი: $1,250
  • შიდა, უპროცენტო განვადება
  • პირველადი შენატანი: 20%-დან
  • თვიური გადახდა: $900-დან

შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ MAQRO Development-მა ჩაუშვა კამპანია „ფასები გაიზრდება”, რომლის მთავარი იდეაც ისაა, რომ რაც უფრო ადრე მიიღებთ გადაწყვეტილებას, მით უფრო ოპტიმალურ ფასად შეძლებთ ბინის შეძენას. ეს გზავნილი სწორედ მაქრო სითი თბილისის პროექტის ჩაშვებასთან იყო დაკავშირებული.

[R]

საქართველოს ბანკი კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალის შორთლისტშია

წიგნი „ცარიელი ფურცლებით“, უწყლოდ დარჩენილი ბავშვები და გლობალური კრიზისი — The Dehydrating Book