ბრენდი, რომლის შესახებაც დღეს უნდა მოგითხროთ, 2013 წლიდან არის ქართულ ბაზარზე და დეველოპერულ პროექტებთან ერთად, აშენებს ნდობას, მომხმარებლის ერთგულებასა და ხარისხს. პირველი სამშენებლო კომპლექსიდან, „მწვანე ბუდაპეშტიდან” მოყოლებული, ის მომხმარებლის უკუკავშირს ისმენს და ითვალისწინებს, შემდეგ კი ცვლილებებს მომდევნო პროექტებში ასახავს. გუნდი მუდმივად განვითარებაზეა ორიენტირებული და არ უშინდება სიახლეებს, სწორედ ამიტომ, ახლა რებრენდინგსა და ახალი მიმართულებების გამოყოფაზე მუშაობის პროცესშია.
შესავალში ბევრი მინიშნება იყო, თუმცა, თუ ჯერ ვერ მიხვდით, გეტყვით, რომ საუბარია Maqro Group-ზე, რომელსაც უმეტესობა იცნობს, როგორც სამშენებლო კომპანიას, თუმცა ამასთან ერთად მას ისეთი მიმართულებებიც აქვს, როგორიცაა ტურიზმი და დეველოპმენტი.
ცნობილი პროექტები
კომპანიის ცნობილი პროექტებია „მწვანე ბუდაპეშტი” და „მწვანე ალმასი”, რომლის ფარგლებშიც კომპანიამ ჯამში 2000-ამდე ბინა გაყიდა. ეს იყო ერთ-ერთი პირველი საცხოვრებელი კომპლექსები თბილისში, რომლებმაც დაამკვიდრა მწვანე კონცეფცია და დახურული სივრცით იყო წარმოდგენილი. პირველი, შედარებით პატარა პროექტის დაწყებამ და მაღალმა მოთხოვნამ კომპანიას მალევე დააწყებინა ბევრად მასშტაბურ „მწვანე ალმასზე” მუშაობა, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ 2024 წლის ბოლოს სრულდება, მისი 1688-ვე ბინა უკვე გაყიდულია. კომპლექსი მოიცავს სამ ღია საცურაო აუზს, სარბენ ბილიკებს, საბავშვო სივრცეებს, სპორტულ და სათამაშო მოედნებს, ტრენაჟორებს ღია ცის ქვეშ, გამწვანებულ ზონასა და ფანჩატურებს.


რებრენდინგი და ახალი მიმართულებები
თუკი აქამდე ძირითადი მიმართულება იყო: Maqro Construction და Maqro Tourism, ახლა Maqro Construction-ს გამოეყო ახალი მიმართულება – Maqro Development, რომელიც უშუალოდ კომპლექსების მშენებლობაზე იქნება ორიენტირებული. კომპანია გეგმავს ორ დიდ პროექტს როგორც თბილისში, ისე ბათუმში. ორივე პროექტი მასშტაბური და, თავისი დეტალებით, უნიკალურია.
რაც შეეხება Construction-ს, ის გზების მშენებლობასა და ტენდერებშია ჩართული და ისეთი პროექტებით არის დაკავებული, როგორიცაა საგარეჯოს მიმართულებით საგზაო მშენებლობა, ასევე, ყინულის მოედანი და სხვა.
კომპანია აგრძელებს ტურიზმის მიმართულებასაც, რომლის ფარგლებშიც აქამდე უკვე სამი სასტუმრო აქვს აშენებული: Ibis Styles Tbilisi Center, Mercure Tbilisi Old Town და Swissotel Tbilisi. ის ამ სასტუმროებს Accor ჯგუფის ქვეშ მართავს.
გარდა ბიზნესის კუთხით ცვლილებებისა, სიახლეებია ბრენდის ვიზუალურ იდენტობაშიც. ახალ კონცეფციაზე დაყრდნობით იცვლება Maqro-ს ლოგოები.
მომხმარებელთან ურთიერთობაზე დაყრდნობილი გამოცდილება
თავის წარმატების საიდუმლოდ Maqro Development მომხმარებელზე ზრუნვას, მის მოსმენასა და უკუკავშირის გათვალისწინებას მიიჩნევს. სიახლეები, რომლებსაც კომპანია გვთავაზობს, ახალ პროექტებში სწორედ უკვე არსებულ გამოცდილებას ეფუძნება. ამის კარგი მაგალითია კომერციული ზონის განახლებული კონცეფციით შეტანა მომდევნო პროექტებში, ასევე, ტენისის კორტების მოწყობა და სხვა შეთავაზებები, რომლებითაც ყოველ ახალ მომხმარებელს ბრენდი ანებივრებს.
მიმდინარე პროექტები თბილისსა და ბათუმში
ამჟამად Maqro Development ორ მასშტაბურ პროექტს აშენებს თბილისსა და ბათუმში. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მომხმარებელთან კომუნიკაციის საფუძველზე, ბრენდმა ახალ პროექტებში გარკვეული ცვლილებები შეიტანა და ერთ-ერთია კომერციული ზონა – თუკი „მწვანე ალმასში” ის შიდა ტერიტორიაზეა განთავსებული და მხოლოდ მცხოვრებებს შეუძლიათ სარგებლობა, თბილისის ახალ პროექტში კომერციული ზონა კომპლექსის გარე ტერიტორიაზე განთავსდება, რათა ნებისმიერი მსურველისთვის იყოს ხელმისაწვდომი.

გარდა ამისა, აგრეთვე უკუკავშირზე დაყრდნობით, თბილისის ახალ კომპლექსში გაშენდება ტენისის კორტები, საბავშვო ბაღი, საბავშვო საცურაო აუზი, აკვაპარკი, უფრო დიდი, ალუმინისგან დამზადებული ფანჯრები უკეთესი ხედისთვის და სლაიდკარები.
თბილისის ახალი საცხოვრებელი კომპლექსი სამგორში, შინაგან საქმეთა სამინისტროს გვერდით განთავსდება და დედაქალაქში ყველაზე დიდი პროექტი იქნება, რომელიც 4000 ბინას გააერთიანებს.
რაც შეეხება ბათუმს, ეს იქნება არა უბრალოდ საცხოვრებელი სახლი, არამედ ახალი და განსხვავებული უბანი ქალაქისთვის, რომელიც „მწვანე” კონცეფციით შენდება.
წინასწარი გაყიდვები
მხოლოდ Maqro Development-ის მომხმარებლებისთვის ბრენდი იწყებს წინასწარ გაყიდვებს თბილისის პროექტზე, ახალ საცხოვრებელ კომპლექსში, რომელზე მუშაობაც უკვე დაწყებულია. კომპანიას სურს, რომ თავის ერთგულ მომხმარებელს, რომელიც უკვე წლებია ირჩევს მას, მისცეს უნიკალური შესაძლებლობა, შეიძინოს ბინა წინასწარი გაყიდვების ფარგლებში, სანამ კომპლექსის ბინების გაყიდვა ოფიციალურად გამოცხადდება. ღონისძიების დაგეგმვა ამ წლის შემოდგომაზე იგეგმება და ამის შესახებ მომხმარებელი ბრენდისგან მიიღებს ინფორმაციას.
სამი უპირატესობა, რომლებიც გამოარჩევს Maqro Development-ს
მომხმარებელი იმიტომაც ირჩევს Maqro Development-ს, , რომ ის ყოველთვის დაპირებულ ვადებში აბარებს პროექტს, ამართლებს ნდობას და აქვს მოქნილი გადახდის სისტემა, რომელიც ყველა ტიპის მომხმარებელზეა გათვლილი. ამისთვის ბრენდი ბანკებთანაც თანამშრომლობს, რათა შესთავაზოს მსურველებს თანხის გადანაწილების შესაძლებლობა. ამასთან, საწყის ეტაპზე კომპანია მომხმარებელს შედარებით დაბალ ფასს სთავაზობს, რომელიც მოგვიანებით იმატებს და ისინი, ვინც პირველები შეიძენენ ბინას, უფრო ლოიალური ფასით სარგებლობენ.
როგორც თავად ბრენდის წარმომადგენლები გვიზიარებენ, Maqro Development-ის უპირატესობები შემდეგნაირად ლაგდება:
- მომხმარებლის მოსმენა და მისი უკუკავშირის გათვალისწინება, პრიორიტეტების იმის მიხედვით დაგეგმვა, თუ რა სურს მომხმარებელს;
- მომხმარებელი თავადაც მოგებული რჩება Maqro Development-ის ბინის შეძენით, ადრეულ ეტაპზე ყიდვის შემთხვევაშიც და გაყიდვების დასასრულსაც, რადგან საბაზრო ფასი შემდეგ იზრდება და მეპატრონეს სარფიანად შეუძლია ბინის გაყიდვა ან გაქირავება;
- სწორად შერჩეული გუნდის წევრები, რაც ეხმარება კომპანიას წარმატების მიღწევაში;
- მუდმივად ზრდაზე ორიენტირება და გამოწვევებისადმი მზაობა.
გარდა ჩამოთვლილისა, უნდა აღვნიშნოთ გაყიდვების ოფისის მახასიათებლები. კომპანია საკმაოდ დიდი გაყიდვების ოფისებით გამოირჩევა, რომლებიც საშუალებას გაძლევთ, მიიღოთ მიმდინარე პროექტის შესახებ საჭირო ინფორმაცია, იხილოთ მიმდინარე პროექტების მაკეტები და, ასევე, ნახოთ სახლის ნიმუში, იგივე sample house. ეს არის შესაძლებლობა, დაათვალიეროთ, როგორი რემონტი იქნება თქვენს მომავალ სახლში.
განახლებული მიმართულებები და რებრენდინგიც იმის მანიშნებელია, რომ Maqro Development-ის გუნდი განვითარებაზეა ორიენტირებული და მომავალშიც ბევრ სიახლეს შესთავაზებს მომხმარებელს.
[R]