in

რას სთავაზობს მომხმარებელს „ონლაინ“ მაღაზია Mara.ge?!

Mara.ge „ონლაინ“ მაღაზიაა, სადაც საკვები, საყოფაცხოვრებო ნივთები და თავის მოვლის საშუალებები იყიდება. შენაძენი კურიერს მითითებულ მისამართზე მიაქვს. აღსანიშნავია, რომ პროექტს Taxify-ის დამფუძნებლები ახორციელებენ და როგორც თავად ამბობენ, ორივე კომპანიას იდენტური მიზანი აქვს – გაუმარტივონ მომხმარებლებს ცხოვრება.

„2017 წელს, როდესაც Mara.ge პირველად „გაეშვა“, 2017 წელს, თითქმის, ყველანაირი მიზეზი მოვისმინეთ, თუ რატომ ვერ იმუშავებდა ეს სერვისი. დაწყებული ისეთი სახალისოთი როგორიცაა: „მაგას სჯობს, მეზობლის ბავშვი გააგზავნო მაღაზიაში”, დამთავრებული იმით, რომ „საქართველოში არ არსებობს ინფრასტრუქტურა მასიური და ეფექტიანი მიწოდების სერვისისთვის”. თუმცა, რაც მეტი დაბრკოლება გვხვდებოდა, მით უფრო იზრდებოდა ჩვენი მოტივაცია. კომპლექსური პრობლემების მოგვარება და მომხმარებლებზე ზრუნვა დიდ სიამოვნებას გვანიჭებს. ორივე ბიზნესში ჩვენთვის ყველაზე დიდი ჯილდო მომხმარებლების ღიმილი და მათგან ყოველდღიურად მიღებული შეფასებები თუ კომენტარებია“.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ხარისხზე ორიენტირებული მომსახურებით, მომხმარებლებს დროისა და ენერგიის დაზოგვაში ეხმარებიან.

„იმედი გვაქვს, ჩვენი სერვისი საქართველოს, ცხოვრების თვალსაზრისით, უფრო კომფორტულ ქვეყნად აქცევს. Mara.ge ახლა ზუსტად იგივე გზას გადის, რაც „ტაქსიფაიმ“ რამდენიმე წლის წინ გაიარა. მომხმარებლების დიდი ნაწილი უკან ბრუნდება და კვლავ გვიკვეთავს პროდუქციას. ეს გვაძლევს იმედს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და გვმატებს მოტივაციას, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ მომსახურება“.

[R]

#თაობა: Mr. Pol – მაქსიმალურად ვცდილობთ გავაგონოთ ხალხს, რა შეგვიძლია ქართველ ახალგაზრდა მუსიკოსებს

KIAF 2018 announces short lists!