ბუშტები ახალი სამეცნიერო კვლევის ყურადღების ცენტრში მოექცა. კერძოდ, მათი ხანგრძლივობისა და გაქრობის საკითხი. საფრანგეთის Lille-ს უნივერსიტეტეტში ბუშტი შეიქმნა, რომელიც 465 დღის განმავლობაში არსებობდა, სანამ არ გასკდა. ეს ძლიერი ბუშტები კომპოზიტური თხევადი ლენტებისგან იქმნება, რომელსაც ძალიან წვრილ, პლასტიკურ ბურთულებს უმატებენ, რათა გააძლიეროს და მეტად მყარი გახადოს ლენტი.
ამ გაზის ბურთების ხანგრძლივობის შესასწავლად, უნივერსიტეტის გუნდმა შექმნა ორი ტიპი: ერთი ბაზისად იყენებს წყალს, ხოლო მეორე – წყალ-გლიცეროლს. გლიცეროლი ის ნაერთია, რომელიც საპნებში გვხვდება ხოლმე და კარგად აკავშირებს ერთმანეთთან წყლის მოლეკულებს.















