გაზაფხულის მოსვლასთან ერთად საქართველოს ბანკის შიდა ჩართულობის გუნდისთვის ტრადიციადაა ქცეული ქალი თანამშრომლებისთვის სპეციალური საგაზაფხულო საჩუქრების შექმნა, რომელიც განსაკუთრებული მესიჯის მატარებელია და როგორც მადლიერების, ასევე დაფასების იდეის ქვეშ ერთიანდება.
წელს, ინიციატივის განსახორციელებლად, საქართველოს ბანკის შიდა ჩართულობის გუნდი ჰერბარიასთან დაპარტნიორდა და 6000-მდე თანამშრომლისთვის ხელნაკეთი ჰერბარიუმი შექმნა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის 8000-ზე მეტი თანამშრომლიდან 69.9% ქალია, რითაც ბანკში ძალიან ამაყობენ.
„საქართველოს ბანკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თანამშრომლები თავს დაფასებულად გრძნობდნენ. ყოველი განხორციელებული დიდი თუ პატარა პროექტის უკან თითოეული ინდივიდის დაუღალავი შრომა დგას. ამიტომ, საჩუქრების ტრადიცია ერთგვარი მადლობაა მათი ერთგულებისთვის, ლოიალობისთვის და იმისთვის, რომ არ ჩერდებიან და საკუთარი წვლილი შეაქვთ უკეთესი მომავლის შექმნის პროცესში“, – ამბობენ საქართველოს ბანკის შიდა ჩართულობის გუნდში.
ჰერბარიუმი, როგორც საქართველოს ბანკის ღირებულების გამოხატულება
როგორც განმარტავენ, წლევანდელი საჩუქარი ერთგვარად თითოეული თანამშრომლის მიერ გაღებული ძალისხმევის აღნიშვნაცაა – ერთიანი საქმით, ერთიანი წარმატებით ბანკს აქვს შესაძლებლობა, განახორციელოს არაერთი სოციალური პროექტი. მათ შორის, მხარი დაუჭიროს საქართველოს დაცულ ტერიტორიებს.
„საქართველოს ბანკი უკვე 12 წელია საქართველოს დაცული ტერიტორიების მხარდამჭერია, სწორედ აქედან გაჩნდა იდეა, რომ ჩვენს ყველა ქალ თანამშრომელს სახლში ჰქონოდა ნივთი, რომელიც ერთი მხრივ, აგრძნობინებდა მათ გაზაფხულის დადგომას, მეორე მხრივ კი გაახსენებდა ჩვენი გუნდის ერთ-ერთ მთავარ მიზანს, რაც ქართულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა და მისი განვითარების ხელშეწყობაა“, – ამბობენ საქართველოს ბანკის შიდა ჩართულობის გუნდში.
ასე შეიქმნა ჰერბარიუმები, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან სპეციალური წესით შეგროვებულ მცენარეებს აერთიანებს. როგორც ამბობენ, მცენარეების შეგროვების დროს ჰერბარიას გუნდის თავდაპირველი მიზანია, გაუფრთხილდეს იმ პირველად გარემოს, რაშიც ერევიან.
„ჰერბარიუმების თავდაპირველი დანიშნულება მცენარეების ჯიშების აღწერა და კონსერვაციაა. სწორად დამზადებული ჰერბარიუმი საუკუნეების განმავლობაში ინარჩუნებს პირვანდელ სახეს“, – აღნიშნავენ ჰერბარიას გუნდში.
შესაბამისად, ინსპირაციაც სწორედ საქართველოს ბანკის, დაცული ტერიტორიებისა და ჰერბარიუმების ღირებულებების სინთეზი გახდა.
„თავდაპირველად გაჩნდა იდეა, რომ საქართველოს ბანკთან ერთად გაგვეკეთებინა მათი ქალი თანამშრომლებისათვის უნიკალური და ხელნაკეთი ჰერბარიუმები, ამ იდეის შინაარსობრივად განვითარებაში დაგვეხმარა ის ფაქტი, რომ საქართველოს ბანკი უკვე 12 წელია დაცული ტერიტორიების მხარდამჭერია და სწორედ აქედან გამომდინარე შევქმენით სიმბოლურად დატვირთული ჰერბარიუმები, რომელშიც გამოვიყენეთ ერთ-ერთი უძველესი მცენარე “გვიმრა”, რომელიც თავისი ფორმით და ასევე შინაარსით ასოცირდება პირვანდელ ბუნებასთან და ტყესთან“, – განმარტავენ ჰერბარიას გუნდში.
მცენარე, როგორც ინსპირაცია
ჰერბარიას გუნდის თქმით, ჰერბარიუმი მოგონებების მატარებელი დეკორატიული ნივთია, რომელიც გულისხმობს, ინდივიდისთვის იმ ბუნების ან კონკრეტული ტყის ან ნებისმიერი მნიშვნელოვანი მცენარისგან აწყობილ კომპოზიციას, რომელიც მათ ბავშვობას, საყვარელ ადამიანს ან უბრალოდ სასიამოვნო შეგრძნებებს ახსენებს.
ამბობენ, რომ თითოეული ნამუშევრის ინსპირაცია თავად მცენარეა – მისი ფერით თუ აგებულებით.
თითოეული ჰერბარიუმი უნიკალურია
„ყოველი ნამუშევარი არის ხელნაკეთი, უნიკალური და ბუნებრივი, ვფიქრობთ რომ მასში არსებული მცენარეების “უკვდავყოფა” ადამიანებს კიდევ უფრო მეტად აახლოებს იმ ბუნებასთან, რომელიც ჩვენს გარშემოა და, შესაბამისად, მათი სხვა ფორმით ინტეგრირების საშუალებას აძლევს, როგორც საცხოვრებელ, ასევე სამუშაო თუ სხვა ნებისმიერ სივრცეში, მცენარე იძენს მეორე სიცოცხლეს და წლების მანძილზე უცვლელი იერსახით არის წარმოდგენილი ინტერიერში,”- გვიყვებიან ჰერბარიას წარმომადგენლები.
„ჩვენი საქმიანობა გარემოზე დაკვირვებითა და აღმოჩენებითაა სავსე, მთელი წლის განმავლობაში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ვმოგზაურობთ, ვაკვირდებით მცენარეების სიცოცხლის ციკლს და ამის გათვალისწინებით, სხვადასხვა ტყეში ჩვენთვის საინტერესო ნედლეულს ვაგროვებთ. ჩვენი მიზანია, თითოეულ ადამიანს შევახსენოთ თუ რამდენად მრავალფეროვანია გარემო და რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოში არსებული ბუნების, როგორც უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის აღწერა, დაცვა და განვითარება“, – აღნიშნავენ ჰერბარიას გუნდში.
საქართველოს ბანკი კი აქტიურად აგრძელებს დაცული ტერიტორიების მხარდაჭერას. 12 წელია საქართველოს ბანკი მხარს უჭერს 12 დაცულ ტერიტორიას. ესენია: ბორჯომ-ხარაგაულის, ლაგოდეხის, თუშეთის (ეროვნული პარკის და დაცული ლანდშაფტის), ვაშლოვანის, მტირალას, ჯავახეთის, ყაზბეგის, ალგეთის, კინტრიშის, მაჭახელას, ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორია. 2023 წლიდან კი მათ რიცხვს ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიაც შეემატა.
[R]