ჩილელმა მაღაროელებმა, რომლებიც გადასარჩენად 69 დღის მანძილზე მაღაროში სამაშველო ჯგუფს ელოდებოდნენ მსოფლიო ჩემპიონატისთვის საკუთარი ქვეყნის მხარდასაჭერ ვიდეოში მიიღეს მონაწილეობა.
ვიდეო ჩილეს ნაციონალურ ბანკს ეკუთვნის. მათთვის, ვინც ამ ადამიანების ისტორია იცის და ფეხბურთი უყვარს ვიდეო ნამდვილად ემოციური იქნება. მათთვის, ვისაც ვიდეო რეკლამის კუთხით აინტერესებს უფრო საინტერესოა, ვიდრე ემოციური რადგან საუკეთესო მაგალითია იმის, თუ როგორ შეიძლება 4 წლის წინ მომხდარი ამბავი მიაბა მსოფლიო ჩემპიონატს და ეს ყველაფერი ბანკის რეკლამა იყოს.
ნახეთ აუცილებლად












