10
აგვ
2017

უჩვეულო მარათონი “სამეფო კარის თამაშების” მოყვარულებისთვის – SKY-ს ორიგინალური კამპანია

10 აგვ 2017

სატელევიზიო კომპანია SKY-მ “სამეფო კარის თამაშების” მოყვარულებს ნამდვილი გამოცდა, უფრო  სწორედ რომ ვთქვათ, რთული მარათონი მოუწყო, რომელიც მათ “ერთგულებას” ამოწმებდა. სანამ მე-7 სეზონი ახალი სერიების მოლოდინში მოთმინებას გვაკარგინებს, იტალიაში კომპანიამ მაყურებელს ძველი “ტკბილი” სერიების გახსენება შესთავაზა, ოღონდ, ყველაზე უჩვეულო გზით. მარათონში მონაწილეობის მსურველებს საკმაოდ დიდი მანძილის გარბენა უწევდათ, თან ისე, რომ მთელი გზის განმავლობაში მათ წინ მიმავალ სატვირთოზე განთავსებულ ეკრანზე სერიალის ძველი ეპიზოდებისთვის უნდა ეყურებინათ. SKY-მ მარათონისთვის ყველაზე პოპულარული სერიები შეარჩია და მომხმარებელს მაღალი ხარისხის ეკრანი და რაც მთავარია, შეუფერხებელი მაუწყებლობა შესთავაზა. მარათონის შექმნაზე კომპანიასთან ერთად სააგენტო M&C Saatchi-მ იზრუნა.

BOG PLUS

 

განხილვა