in

„მარკო პოლო გუდაური“ 35 წლისაა – სასტუმრო, რომელიც კურორტის სიმბოლოდ იქცა

ფოტო კრედიტი: სოსო გამგებელი

ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარე ქართული სათხილამურო კურორტი გუდაური და სასტუმრო „მარკო პოლო” 2023 წლის აპრილში 35 წლის იუბილეს აღნიშნავს. ზუსტად ამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც აქ პირველი სასტუმრო, სათხილამურო ბილიკი და საბაგირო გაიხსნა, რამაც გუდაურის, როგორც კურორტის ინფრასტრუქტურულ შენებას ჩაუყარა საფუძველი. 

1988 წლიდან სასტუმრო მარკო პოლო იყო ადგილი, რომელიც გუდაურში სტუმრობასთან ასოცირდებოდა. აქ ჩამოდიოდნენ სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან, ტარდებოდა მრავალმხრივ მნიშვნელოვანი ღონისძიებები და, რაც ყველაზე მთავარია, გუდაურის პოპულარიზაციას უწყობდა ხელს. სასტუმრო მარკო პოლო რეგიონში აქტიურად ნერგავდა ტრადიციულ ქართული სტუმარ-მასპინძლობის კულტურას ევროპულ სტანდარტებთან ერთად.

პროექტის ერთ-ერთი სულისჩამდგმელის, სოლიკო ხაბეიშვილის შვილი, ელისო ხაბეიშვილი ასე იხსენებს მარკო პოლოს:

„მარკო პოლოს აშენების შემდეგ ის გუდაურის ცენტრად იქცა, სადაც ჩამოდიოდნენ არა მარტო საქართველოს სხვა რეგიონებიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც. ფაქტობრივად, ხალხმა აქ დაიწყო სრიალი და შემდეგ უკვე ისე განვითარდა ეს სპორტი, რომ დღეს თხილამურებზე ყველას გუდაური ახსენდება”.

იმისთვის, რომ უფრო მეტი გაიგოთ, თუ როგორ იწყებოდა გუდაურის და მარკო პოლოს ისტორია, გთხოვთ, გაეცნოთ საკმაოდ ვრცელ და საინტერესო სტატიას , რომელიც რამდენიმე წლის წინ Marketer-მა მარკო პოლოს 30 წლის იუბილეს მიუძღვნა. 

„მარკო პოლო” დღეს

„მარკო პოლოს” წარმატებული იმიჯი მხოლოდ მის ისტორიულ წარსულთან არ არის დაკავშირებული, სასტუმროს მთავარი კონცეფცია, მუდმივი წინსვლაა ესთეტიკისა და ავთენტურობის შენარჩუნებით. 

შეიცვალა და თანამედროვე სტანდარტებს მოერგო თავად სასტუმროც. განახლდა ლობი, ნომრები, რესტორანი და სამი დამოუკიდებელი შალე ისტორიული სახელწოდებით „სნო“. თითოეული „სნო“ 12 სტუმარს იტევს და სასტუმროს ყველა მომსახურებით სარგებლობას სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ პროექტის ექსტერიერის შთაგონების წყარო მთის კონტურები იყო და ინტერიერიც სასტუმრო მარკო პოლოს ხასიათს იმეორებს.

სასტუმრო მარკო პოლოს რესტორნის, „სოლიკოს“ მენიუ მთის კერძების ნაირსახეობისა და ქართულ-ევროპული სამზარეულოს ნაზავია. სასტუმროში აქტიური დასვენების მოყვარული სტუმრებისთვის, ასევე ფუნქციონირებს ბარები და გასართობი სივრცეები. აქ რეგიონში ერთადერთი ბოულინგ ცენტრია, რომელიც თავის მხრივ მარკო პოლოს ტრადიციის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

სასტუმრო მარკო პოლო წელიწადის ნებისმიერ დროს, მთის მოყვარულებს ოთხივე სეზონის შესაბამის აქტივობებს სთავაზობს. სრიალი, ჰელი-სკი, ლაშქრობა, კვადრო ტურები, ჯომარდობა, იოგა ან უბრალოდ სასტუმროს სპა ცენტრსა და აუზზე განტვირთვა – ეს არის არასრული ჩამონათვალი აქტივობებისა, რომლის დაორგანიზებაშიც სასტუმრო მარკო პოლო დაგეხმარებათ.

ჰელი-სკი გუდაურში

მსოფლიო სამთო ტურიზმისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი განსაკუთრებული ნიშაა ჰელი-სკი, რაც მწვერვალზე ვერტმფრენით ასვლასა და გაუკვალავ თოვლში სრიალს გულისხმობს. ჰელი-სკი დასაბამს კანადიდან იღებს, ხოლო საქართველოში ეს ექსტრემალური სპორტის სახეობა სწორედ გუდაურთან და სასტუმრო მარკო პოლოსთან ერთად განვითარდა.

Heliski Caucasus არის კომპანია, რომელიც გუდაურის რეგიონში უკვე მრავალი წელია მხოლოდ სასტუმრო მარკო პოლოსთან თანამშრომლობს და მსურველებს საშუალებას აძლევს, კავკასიონის, მყინვარწვერის, თრუსოს ხეობისა და ჭაუხის მთებზე ვერტმფრენებით ავიდნენ და მწვერვალები დაიპყრონ, საიდანაც დაშვების სიმაღლეები 1400 მეტრამდეა.

სასტუმრო მარკო პოლო უწყვეტად ვითარდება, ნერგავს სიახლეებს იმისთვის, რომ გუდაურის საკურორტო ცხოვრება მრავალფეროვანი და თავგადასავლებით სავსე გახადოს.

კომენტარს აკეთებს საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ეკა ჩაგელიშვილი:

 „მარკო პოლო ბევრად მეტია, ვიდრე სასტუმრო. მასზე ორიენტირებულია საბაგირო გზები. ეს იყო და არის ადგილი, საიდანაც პირდაპირ ხვდები სათხილამურო ტრასაზე. ისე გამოვიდა, რომ მარკო პოლოთი გუდაურში სიცოცხლის წერტილი შეიქმნა და გახდა ამ კურორტის სიმბოლო”.

გუდაურისა და სასტუმრო მარკო პოლოს 35 წლის იუბილე ყველასთვის აღსანიშნავი ამბავია. ამ თარიღთან დაკავშირებით „მარკო პოლო” თავის ერთგულ მომხმარებლებს, მთელი აპრილის თვის განმავლობაში განსაკუთრებულ შეთავაზებას უმზადებს, რომელსაც შეგიძლიათ სასტუმროს ოფიციალურ ვებგვერდზე გაეცნოთ.

[R]

VELI.store – ციფრული ტექნოლოგიებით შექმნილი შოპინგის საუკეთესო გამოცდილება

ასტრონომებმა ქვიშის ქარიშხლებიანი უცხო პლანეტა აღმოაჩინეს!