20
Jun
2019

ზაფხულის გუდაური და „მარკო პოლო“

20 Jun 2019

„წამო, გუდაურში ვისრიალოთ“ ყველასთვის უფრო ნაცნობი ფრაზაა, ვიდრე – „წამო, გუდაურში პარაპლანით ვიფრინოთ.“ რამდენიმე წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ გუდაური მარტო ზამთრის კი არა, ზაფხულის კურორტიც იყო.

სუფთა ჰაერის და დიდი მწვანე მთების ამბავი ვიცოდით. არ ვიცოდით ის, რომ ამ ყველაფრით სიამოვნების მიღება ზაფხულშიც შეგვეძლო. ჯომარდობა, პარაპლანი, ლაშქრობა და ექსტრიმი რომ იქით იყოს, მშვიდი ცხოვრების მოყვარულებს ცხენზე ჯირითიც და ველოსიპედით სეირნობაც შეუძლიათ, თურმე. მოკლედ, გუდაური ოჯახური თავგადასავლების საძიებლად იდეალური ადგილია.

გუდაურის სიმბოლო, სასტუმრო „მარკო პოლო“ ასეთი ოჯახური თავგადასავლების დაგეგმვაში აქტიურადაა ჩართული. ჩახვალ და ლაშქრობა გინდა, ექსტრიმი, სიმშვიდე თუ ყველაფერი ერთად, დაგიგეგმავენ.

ოჯახური თავგადასავლები რომ ბავშვების გარეშე წარმოუდგენელია, „მარკო პოლოში“ ესეც იციან. ისიც იციან, რომ ადამიანს, ხანდახან, ფინჯან ყავასთან ერთად ლამაზი პეიზაჟის ყურება უნდა. ამიტომ, დალიე ყავა ტერასაზე, უყურე მთებს და ბავშვებსაც, რომლებიც იქვე, შენს თვალწინ საბავშვო მოედანზე ითამაშებენ. თუ აგრილდა, ბავშვებს თამაშის გაგრძელება  საბავშვო ოთახში შეუძლიათ. გასართობი უფროსებისთვისაც ბევრია. თუ სპა-მომსახურების მიღება გინდა, დახურულ აუზში გაცურვა, აუზის ტერასაზე გარუჯვა, საუნაში შესვლა, ჩოგბურთის თამაში, ან რომელიმე ლაუნჯ-ბარში დასვენება, „მარკო პოლო“ ყველაფრის შესაძლებლობას გაძლევს.

ამ ფონზე, ბოულინგის, ბილიარდის და კომპიუტერული თამაშების სივრცეები სასტუმროს მომსახურებას სრულყოფილს ხდის. ფაქტობრივად, აღარ რჩება სურვილი, რომელსაც ვერ აისრულებ.

კვებას რაც შეეხება, კარდაკარ სიარული და სოფლის რძისა თუ თაფლის ძებნა არ მოგიწევს. „მარკო პოლოში“ სამჯერადი კვებაა და ყველაფერი ადგილობრივი, ბიოპროდუქტით მზადდება.

მოკლედ, ეს ყველაფერი წარმოუდგენლად ჟღერს, მითუმეტეს მაშინ, როცა ისიც იცი, რომ მომსახურებას მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სასტუმროს გუნდი გიწევს. ხარ სასტუმროში, რომელიც 31 წელია შენს ბედნიერებასა და კარგ მოგონებებზე ზრუნავს.

აქციის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

[პარტნიორის კონტენტი]

განხილვა