in

ნახეთ: ილუსტრაციებად გარდაქმნილი ბავშვური ფიქრები

მართალია, მარგარეტ უაიზ ბრაუნი მეოცე საუკუნის შუახანებში მოღვაწეობდა, მაგრამ ბავშვებისთვის დღემდე საყვარელ პიროვნებად რჩება. მის მიერ შექმნილი ილუსტრირებული წიგნები, ერთგვარი სათამაშო პოეტიკით და გულუხვი გულწრფელობით, პატარებს აჯადოებს — „ძვირფასო მარგარეტ, შენ ყველას ძალიან ბევრი რამ მოგვეცი… სიყვარულის შანსი, ადგილი განსატვირთად და სიცოცხლის ფანჯარა“.

BOG
BOG

ხშირად ერთი შეხედვით უმნიშვნელო საგნები და ყოველდღიური ცხოვრებისეული გარემოებები მარგარეტის შთაგონების წყარო ხდებოდა. მაგალითად, მისი მეშვეობით ვიგებთ ცხოველების ჯადოსნური სამყაროების შესახებ — თანაც, მარგარეტს ბავშვობაში თავად ჰყავდა ძაღლი, ორი ციყვი, შვიდი თევზი, წყვილი ზღვის გოჭი და 36 კურდღელი. ალბათ, სწორედ ეს იქცა შემდგომში მისი შემოქმედების ძირითად ღერძად.

მთლიანობაში, მარგარეტის წიგნები შეიცავს ამბებს, რომლებსაც ბავშვები აკეთებენ და აზრებს, რომლებზეც ისინი ფიქრობენ — არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად უჩვეულოა ისინი… ყველაფერი ბავშვების წარმოსახვიდან მოდის.

NASA მარსის ყველაზე დიდ „მკვლევარს“ ემშვიდობება

რას ნიშნავს „სანერვიულო არაფერია“ – თიბისი დაზღვევის კამპანია – ლაშა შათირიშვილი