in

Adidas-მა მარჯ სიმფსონის თმების შთაგონებით ახალი მოდელი შექმნა

სიმფსონების სამყაროში ჩვენი რეალობიდან ბევრი ფაქტი ვიხილეთ. ახლა კი, როგორც ჩანს, დროა, ანიმაციის პერსონაჟები ისეთმა ბრენდმა გამოიყენოს თავის პროდუქციაში, როგორიცაა Adidas. თანაც, უკვე დიდი ხანია, სიმფსონები პოპ კულტურის განუყრელ ნაწილად იქცა და ცნობილია არ მხოლოდ საკულტო შოუთი, არამედ მოდის რეკლამაში დატოვებული კვალით.

სწორედ ამიტომ გადაწყვიტა Adidas UK-მა, სიმფსონებთან კავშირი თავადაც დაემყარებინა — კერძოდ, ფეხსაცმელები მარჯის თმებისა და სამოსის შთაგონებით შექმნა. მარჯის თმა მშვენიერი სანახაობაა, არა მხოლოდ მისი კაშკაშა ლურჯი ფერის გამო, არამედ იმ მიზეზით, თუ როგორ ეწინააღმდეგება გრავიტაციას.

მარჯის ბოტასები ამჟამად ხელმისაწვდომია მხოლოდ საბავშვო ზომებში. თუმცა მას შემდეგ, რაც დაინახეს, როგორ გაიზარდა მშობლების ეს თაობა შოუში, თაყვანისმცემლები მოუთმენლად ელიან ზრდასრულთა ზომას.

ფინტექ პლატფორმა ფრილანსერებისა და დისტანციურად მომუშავეებისთვის – Native Teams უკვე საქართველოშია!

მკვლევრები საკვებ QR კოდებს ქმნიან — ისინი საჭმლის შემადგენელი ნაწილი იქნება