25
Sep
2019

„რისი გეშინია, სვანი არ ხარ?“ – მარი ნაკანი მესტიაზე, კამპანია „ქალაქი შენი ხასიათით“ ფარგლებში

25 Sep 2019

„სვანეთი ხომ ლეგენდაა?! მისტიციზმითა და საუკუნოვანი ისტორიით სავსე… აქ იპოვით საიდუმლოს, აქ არის თავისუფლება, აქ შეგიძლია ფრენა“, – ფოტოგრაფი, მარი ნაკანი საკუთარი თვალით დანახულ სვანეთზე გვიყვება, კონკურსის, „ქალაქი ხასიათით“ ფარგლებში.

სარეკლამო სააგენტო „ედვენი“ კი, მინერალური წყალი „ბორჯომის“ შემოქმედებითი კონკურსის ინიციატივის ფარგლებში შექმნილ ნამუშევარს გვიზიარებს.

კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

მონაწილეობისთვის საჭიროა: მოკლე ვიდეოს, ან ფოტოკოლაჟის შექმნა, რომელშიც ამბავი იქნება მოთხრობილი შერჩეული ქალაქის შესახებ, კადრში უნდა გამოჩნდეს „ბორჯომი“ და მონაწილემ, საბოლოო პროდუქტი, საკუთარ სოციალურ ქსელში (Facebook/Instagram) ატვირთოს ჰეშთეგებით: #ქალაქიხასიათით, #ბორჯომი, #დაახასიათეშენიქალაქი

სპეციალურად კონკურსისთვის შექმნილია პლატფორმა: www.qalaqikhasiatit.borjomi.com. კომპანიაში აცხადებენ, რომ პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყანაში შიდა ტურიზმის განვითარებასა და საქართველოსა და მისი კუთხეების შესახებ ცნობადობის გაზრდას.

კონკურსის თემატიკა შეზღუდული არ არის, თუმცა აუცილებელი პირობაა, კავშირი იგრძნობოდეს ავტორსა და შერჩეულ ქალაქს შორის. ნამუშევრის შესაფასებლად, მნიშვნელოვანია: გადაღების ხარისხი, სრულყოფილი სიუჟეტი და ინდივიდუალიზმი ხედვაში. კონკურსი 2 კატეგორიაში გაიმართება, „მოყვარული“ და „პროფესიონალი“.

გამარჯვებულები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან.

განხილვა