in

კერძო სექტორის როლი პლანეტის გადასარჩენად – მარი ზაბახიძე

„დედამიწის საათი”, მსოფლიოს უდიდესი გარემოსდაცვითი მოძრაობა, პირველად 2007 წელს, ავსტრალიაში, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა(WWF) ჩაატარა. სიდნეიში, სინათლის ჩაქრობის სიმბოლური და ერთჯერადი ღონისძიების სახით დაწყებულმა „დედამიწის საათმა“ ისეთი მასშტაბები შეიძინა, რომ მას შეუერთდნენ კერძო პირები, ბიზნეს – საწარმოები და ორგანიზაციები. ისტორიულად, „დედამიწის საათი” კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მის შესაძლო სავალალო ზეგავლენის შეჩერებას ისახავდა მიზნად. რა როლი აქვს კერძო სექტორს, ან როგორი უნდა იყოს კომპანიის სტრატეგია გარემოს და პლანეტის გადასარჩენად? რას ვაკეთებთ სწორად და რას – არასწორად? „მარკეტერისპოდკასტის სტუმარია „WWF-საქართველოს“ ოპერაციების დირექტორი მარი ზაბახიძე.

„მარკეტერის“ პოდკასტს წარმოგიდგენთ „საქართველოს ბანკი ბიზნესი“. ყველა ეპიზოდის მოსმენა შეგიძლიათ ვებგვერდზე www.podcast.ge. ასევე პლატფორმებზე – Apple, Google Podcasts და Spotify.

სერბი მეხანძრე კრიშტიანუ რონალდუს მიერ გადაგდებულ კაპიტნის სამკლაურს აუქციონზე ჰყიდის 

მეცნიერებმა ადამიანის ტვინზე კომპიუტერის უსადენოდ დაკავშირება შეძლეს!