6
Nov
2019

მერაია კერი: „ყველაფერი, რაც შობისთვის მინდა, არის ჩიპსი“

6 Nov 2019

Elit Electronics


Frito Lay-ს სადღესასწაულო რეკლამაში მერაია კერი ჰიტ “All I Want for Christmas-ს” მღერის და სწორედ აქედან ვიგებთ, რომ საშობაოდ მას არა ვინმე, არამედ რამე უნდა და ეს კარტოფილის ჩიპსია.

ნამუშევარი AMV BBDO-ს ეკუთვნის, სადაც მომღერალი საკუთარ რეპუტაციასა და ვოკალურ მონაცემებს ბოროტად იყენებს, ელფისთვის კარტოფილის ჩიპსის წასართმევად.

მერაია კერი ჩიპსის შეფუთვაზე შობამდე იქნება და გარდა ამისა, ბრენდი მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, რომ კარტოფილის ჭამასთან ერთად, საჩუქრებიც მოიგონ, მაგალითად, საშობაო წინდები, ყურსასმენები და სხვა.

განხილვა