5 სექტემბერს Marketer.ge-ს მოწვევით თბილისის პიარსკოლა ნიუ იორკში მოღვაწე ქართველი მარკეტერის – მარიამ გიორგაძეს ღია ლექციას უმასპინძლებს. თემა : “რა აქვთ საერთო ზომბებს და მარტორქებს? ანუ როგორ ცვლის ანალიტიკა მარკეტერის როლს კომპანიაში.”
მარიამი მოღვაწეობს ჯანმრთელობის დაზღვევის სფეროში ამერიკაში, ქალაქ ნიუიორკში სადაც კომპანია Healthfirst NY-ის ციფრული მარკეტინგის ანალიზს უძღვება.
მარიამმა თავისი კარიერა მარკეტინგიში საქართველოს უნივერსიტეტში დაიწყო, რომლის დამთავრებისასაც დაიწყო მუშაობა “ევრო ბიზნეს კონსალტინგში” საინვესტიციო პროექტებსა და მარკეტინგულ ანალიზზე. შემდგომ სწავლა განაგრძო საერთაშორისო მარკეტინგის განხრით ჰალტის საერთაშორისო ბიზნეს სკოლაში, სან ფრანცისცოში. კომპანიების რიცხვს სადაც მარიამი მუშაობდა საქართველოსა თუ ა.შ.შ.-ში და უძღვებოდა სხვადასხვა პროექტებს მიეკუთვნება: თეგეტა მოტორსი, ა.შ.შ.-ს საელჩო თბილისში; პარაგონი, ვერტერა, IID, და სხვა. დღეს მარიამი სამსახურის გარდა ჩართულია პროექტებში, როგორებიცაა: საგანმანათლებლო სოციალური ქსელი Aprentica და ტექ-ბიზნესვუმენთა გაერთიანება Elevacao Foundation, სადაც ის ქმნის მონაცემთა ინფრასტრუქტურას მარკეტინგული ანალიზისათვის.
მარიამის პრეზენტაცია მოკლედ გადმოგვცემს როგორ იცვლება მარკეტერის როლი თანამედროვე ბიზნეს სამყაროში; ხაზს გაუსვამს თუ რა სისტემაზეა დღევანდელი წარმატებული კომპანიების მარკეტინგული სტრატეგია აწყობილი და მიმოიხილავს იმ ტექნოლოგიურ თუ სტრატეგიულ ცვლილებებს რომლებიც ეხმარება დასავლელ მარკეტერებს დაწვრილებით შეისწავლონ მომხმარებელი და მეტად მომგებიანი ურთიერთობები ააწყონ მათთან.
შეხვედრა ჩატარდება ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) 105 აუდიტორია. მისამართი მერაბ ალექსიძის 8. დასაწყისი 19:00-ზე.
დასწრების მსურველებმა გაგზავნეთ მეილი [email protected]ზე . მიუთითეთ თქვენი სახელი გვარი და Subject-ში “საჯაროლექცია”