კომპოზიტორი მარიამ ღვინიაშვილი აუდიო-ვიზუალურ ნაწარმოებს,„DECONSTRUCTION“აქვეყნებს. პროექტი კარანტინის დროს შეიქმნა და პუბლიკისთვის დღემდე არ შესრულებულა.
მარიამ ღვინიაშვილმა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკალური კომპოზიციის ფაკულტეტი დაამთავრა, სწავლობდა ელექტრონულ მუსიკას ბუდაპეშტში, ფრენც ლისტის მუსიკალურ აკადემიაში, ამჟამად კი ნორვეგიის მუსიკალურ აკადემიაში საშემსრულებლო ხელოვნებას ეუფლება.