in

რატომ უნდა დავარეგისტრიროთ ბრენდი TikTok-ზე?! – მარიამ ფერიშვილი

TikTok ვირუსული სისწრაფით ვრცელდება მთელს მსოფლიოში და საკუთარ პლატფორმაზე უკვე ბიზნესსაც იწვევს. დიდი ბრენდები ამ „ჩელენჯზე“ უარს არ ამბობენ – აქ, NBA-დან დაწყებული The Wall Street Journal-ით დამთავრებული, ძალიან ბევრ კომპანიას შევხვდებით. ეს კი, ალბათ, იმის მაჩვენებელია, რომ „ტიკტოკი“ მხოლოდ Generation Z-ისთვის განკუთვნილი, ან მარტო გასართობი აპლიკაცია არ არის. როდის უნდა დავარეგისტრიროთ ბრენდი TikTok-ზე და რა შესაძლებლობებია აქ ჩვენი კომპანიის კომუნიკაციისთვის?!

„სანამ ბრენდები დაიწყებენ ამ აპლიკაციის [კომუნიკაციისთვის] გამოყენებას, ჯერ თავად უნდა გახდნენ [პლატფორმის] „იუზერები“. ეს იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ იპოვო, შენ რა შეგიძლია, შემატო ამ სივრცეს, როგორც კრეატორმა, ან როგორც ბრენდმა. კომუნიკაცია, რომელიც შეიძლება „ტიკტოკზე“ ახლა ჰქონდეთ ქართულ ბრენდებს, იყოფა ორ ნაწილად. პირველი – პროდუქტის კომუნიკაცია, სადაც მთავარი მიზანი იქნება გაყიდვები. [პლატფორმა] ამისთვის ძალიან ხელსაყრელია, რადგან მთლიანად ორგანული სივრცეა. ამ ეტაპზე, არანაირი ბიუჯეტის დახარჯვა არ გიწევს და შეგიძლია, ძალიან რელევანტურ აუდიტორიას მისწვდე. მეორეა ბრენდის კომუნიკაცია, სადაც [კომპანიას] გინდა, შენი პერსონა წარუდგინო ადამიანებს. რეალურად, TikTok-ს საკმაოდ კარგი „თულები“ აქვს იმისთვის, რომ [რეკლამა ორიგინალ, ჩვეულებრივ] კონტენტს შეერიოს – მაგალითად, შექმნა უკვე არსებულის მსგავსი, მაგრამ ახალი ტრენდი, ერთი ჰეშთეგის გარშემო გააერთიანო შენი „ჩელენჯი“ და ა.შ. CARU არის იმის კარგი მაგალითი, როგორ შეიქმნა საინტერესო კონტენტი „ტიკტოკზე“. [ამ პლატფორმაზე] შეგიძლია, ძალიან სახალისო ფორმით მოჰყვე იმ ამბებს, რაც შენს [ბრენდის, კომპანიის] თავს ხდება. როგორი სერიოზულიც არ უნდა იყოს კომპანია, ყველას ჰყავს თანამშრომლები და მგონია, რომ ამ ასპექტის გადმოსატანად, მათ წარმოსაჩენად TikTok ძალიან კარგი საშუალებაა“, – ამ თემაზე „საქართველოს ბანკის“ სოციალური მედიის მიმართულების უფროსმა მარიამ ფერიშვილმამარკეტერისპოდკასტში ისაუბრა.

როგორ შეიქმნა და განვითარდა TIkTok, რატომ გახდა ასეთი პოპულარული, როდიდან და რა ფორმით უნდა გამოიყენთო თქვენი ბრენდისთვის პლატფორმა?! – თუ ეს თემები გაინტერესებთ, აუცილებლად მოუსმინეთ „მარკეტერის“ პოდკასტის ახალ ეპოზიდს, სადაც, მარიამ ფერიშვილთან ერთად, ვსაუბრობთ და ვეძებთ ამ შეკითხვების პასუხებს.

„მარკეტერის“ პოდკასტს წარმოგიდგენთ „საქართველოს ბანკი ბიზნესი“. ყველა გადაცემის მოსმენა შეგიძლიათ ვებგვერდზე www.podcast.ge

როგორ ჩავრთოთ Dark Mode Windows 10-ზე

პირველი ოქრო! Windfor’s Kyiv-ის გუნდი Young Lions 2021-ზე მსოფლიო პირველობისთვის იბრძოლებს!