in

„მცირე ცვლილებები და საკუთარ თავზე ყოველდღიური მუშაობა ცვლის საბოლოო სურათს“ – მარიამ შარანგია

„თვითგანვითარების დღიურების“ ამ სერიით, საგანმანათლებლო მარკეტფლეისი UpWay ახლის სწავლისა და განვითარების მნიშვნელობას გვახსენებს. თვითგანვითარების სურვილი ის გამწევი ძალაა, რომელიც რაღაც ახლის შეცნობისკენ გვიბიძგებს ხოლმე. უწყვეტი თვითგანვითარება პროფესიონალების ხელწერაა. ის ამოსავალი წერტილია მარიამ შარანგიასთვისაც, რომელიც ცნობისმოყვარეობამ ტექნოლოგიურ სფეროსთან მიიყვანა. კარიერის დასაწყისში, ლონდონში, ტექ-სტარტაპის მართვაში ჩაერთო. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) სტრატეგიულ პროექტებს უძღვებოდა. წლების განმავლობაში, სტარტაპერების ხელშემწყობ პროექტებში იყო ჩართული. დღეს კი, Meta-ს კომერციულ პროექტებს ხელმძღვანელობს.

ძალიან მჯერა, რომ ცნობისმოყვარეობა და სიახლისადმი გახსნილობა არის გასაღები მუდმივად ცვალებად სამყაროსთან ადაპტაციისა და პირადი და პროფესიული განვითარების ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად. ჩემზე ყოველდღიურად ძალიან დიდ გავლენას ახდენენ ჩემ გარშემო მყოფი ადამიანები, რომლებიც მუდმივად მაჩვენებენ, ზრდისა და გაუმჯობესების საზღვრები არ არსებობს.

ჩემთვის, თვითგანვითარება უწყვეტი პროცესია, რომელიც ყოველდღიურად ამდიდრებს ჩვენს ცხოვრებას და პიროვნული კმაყოფილება მოაქვს. უწყვეტი სწავლა და თვითგანვითარება გვეხმარება ვიყოთ უფრო ადაპტირებულები, გამოგვიმუშავებს გამძლეობასა და მზადყოფნას, გამოვიყენოთ ის ახალი შესაძლებლობები, რომლებიც ჩვენს გზაზე ჩნდება და რომლის შემჩნევის უნარიც მხოლოდ იმ შემთხვევაში გვაქვს, თუ განვითარების სწორ ეტაპზე ვიმყოფებით.

ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს პიროვნულ განვითარებაზე კონცენტრირებული წიგნების კითხვა, მაგალითად ისეთების, როგორიცაა „სწრაფი და ნელი ფიქრი“, „ოთხი ათასი კვირა“ „ატომური ჩვევები“. ეს წიგნები მაძლევს მოტივაციასა და შესაძლებლობას, ახლებურად შევხედო ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს და უფრო მომზადებული შევხვდე სამომავლო გამოწვევებს.

ამ ბოლო პერიოდში, დავიწყე SQL-ის უფრო პროფესიულ დონეზე სწავლა, რადგან ვფიქრობ, რომ მონაცემების ანალიზი ძალიან საჭირო და გამოყენებადი უნარია სხვადასხვა ინდუსტრიაში მყოფი ადამიანებისთვის, მითუმეტეს, კი ტექში.

გულწრფელად მჯერა, რომ თვითგანვითარება არასდროს უნდა გადაიდოს. ყოველი დღე იძლევა შესაძლებლობას ისწავლო რაიმე ახალი, იქნება ეს ახალი უნარი, ჰობი, თუ თუნდაც, ახალი წიგნის წაკითხვა. შესაძლებლობებით სავსე სამყაროში, პროგრესის უქონლობა რეგრესის ტოლფასია. სწორედ მცირე ცვლილებები და საკუთარ თავზე ყოველდღიური მუშაობა ცვლის საბოლოო სურათს და გვაძლევს საშუალებას, უფრო წინ ვიყოთ, ვიდრე გუშინ, ხვალ კი კიდევ უფრო ახლოს მივიდეთ ჩვენს მიზანთან.

შეუპოვრობა და საკუთარი თავის უკეთესი ვერსიის შექმნა სულაც არ ნიშნავს იმ მიღწევებითა და უნარებით უკმაყოფილებას, რამაც დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა. პირიქით, ეს აუცილებელიც მგონია. ამასთან ერთად, როგორც მარშალ გოლდსმითი ამბობს თავის წიგნში “what got you here won’t get you there” (ქართ: „ის, რამაც აქ მოგიყვანა, ვერ მიგიყვანს სხვაგან“). უფრო დიდი წარმატების მისაღწევად, ადამიანებმა უნდა ამოიცნონ და დაძლიონ გარკვეული ჩვევები და დამოკიდებულებები, რომლებმაც შეიძლება ახლა მათი წარმატება განაპირობა, თუმცა მომავალი მიზნისთვის შესაძლოა ეს სულაც აღარ იყოს საკმარისი.

არ გადადო თვითგანვითარება, აღმოაჩინე 300-ზე მეტი კურსი საუკეთესო სკოლებისგან UpWay-ზე. რუბრიკის წარმდგენია UpWay – კურსების პირველი მარკეტფლეისი, რომელიც აერთიანეაბს კურსებს ტექნოლოგიების, ბიზნესის, მარკეტინგის, ჰობის და ბავშვების განვითარების მიმართულებით.

რა არის Food Photography, რამდენად მოთხოვნადია საქართველოში და რა თავისებურება აქვს

დაეხმარება თუ ჩაანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი UX დიზაინერებს?