in

VISA-ს კამპანია She’s Next-ს მარიამ თავბერიძე შეუერთდა!

მეწარმე ქალების მხარდასაჭერად, ცოტა ხნის წინ, VISA-მ საერთაშორისო კამპანია She’s Next in Georgia, Empowered by Visa წამოიწყო. ვიდეოსერიების დახმარებით, კამპანია წარმატებული ქალების ამბებს გვიყვება. ამას გარდა, პროექტი კონკურსსაც მოიცავს, რის შედეგადაც მეწარმე ქალები მენტორულ პროგრამებსა და ფულად პრიზებს მიიღებენ.

ამჯერად, ვიდეორგოლის მთავარი გმირი მარიამ თავბერიძეა, მრავალპროფილური სამოსის მწარმოებელი ბრენდის, „ჰამო კონცეპტის“, თანადამფუძნებელი. მისი კომპანია VISA-ს კონკურსის გამარჯვებული ბრენდია. მარიამი გვიამბობს, თუ როგორ განავითარა საკუთარი ბიზნესი, გაგიზიარებთ საინტერესო რჩევებს და ინფორმაციას Visa-სა და ბიზნეს ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ ერთობლივი კონკურსის შესახებ.

Back to School — მეიჯერელისა და ქართულ-გერმანული ცენტრის ორგანიზებით ქუთაისში საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა

Retainly, მარკეტინგული ავტომატიზაციის ხელსაწყო, საქართველოში შემოდის