გლობალური გამოწვევა 36DaysofType მსოფლიოს გარშემო აერთიანებს ენთუზიასტ გრაფიკოს დიზაინერებს. მონაწილეთა მიზანია, ლათინური ასოებისა და რიცხვების სრულიად განსხვავებული ვიზუალი შექმნან. ამ გამოწვევაში ჩაერთო გრაფიკოსი დიზაინერი მარიამ თევზაძე და ამჯერად, სწორედ მის ნამუშევრებს გიზიარებთ.
მარიამ თევზაძე: „36DaysofType არის გამოწვევა, როელიც გულისხმობს 36 დღის განმავლობაში, ლათინური ასო-ნიშნების შექმნას. ძირითადად 2D, 3D დიზაინერები იღებენ მონაწილეობას, მაგრამ მედიუმი შეზღუდული არაა. ამ ჩელენჯში, 2022 წელს, მეორედ მივიღე მონაწილეობა და სრულყოფილად 36 დიზაინი გავაკეთე. მინდოდა, თითოეული ასო თუ ნიშანი ექსპერიმენტული ყოფილიყო, ერთმანეთისგან მაქსიმალურად განსხვავებული, მაგრამ ყველას მაინც ერთი ხასიათი ჰქონოდა. საბოლოო ჯამში, ძალიან კარგი გამოცდილებაა ეს წამოწყება და მჯერა, რომ ზრდის დიზაინერს.
ბიჰენსზე ატვირთვას ცალკე დასჭირდა დიდი დრო და ენერგია, მალევე, ორჯერ გახდა კურატორების ფავორიტი და ამ ამბავმა ძალიან გამახარა. ასევე წელს, 36DaysofType-ის მიწვეული არტისტი ვიყავი და ამ წლისთვის განკუთვნილი დიზაინის შექმნა დამევალა.“
ავტორი: თამარ მეფარიშვილი