in

სადაზღვევო კომპანია „ალფას“ PR-სა და მარკეტინგს მარიკა ომანიძე უხელმძღვანელებს 

სადაზღვევო კომპანია „ალფას“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი მარიკა ომანიძე გახდა. ამ შეთავაზებაზე თანხმობა, მისი მხრიდან, მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება იყო. ამბობს, რომ გამოწვევებისთვისაც მზადაა.

bog
bog-mob

„ჩემთვის სადაზღვევო სფერო სრულიად ახალი ინდუსტრიაა. თუმცა, ვფიქრობ, ამ მოცემულობის უპირატესობად გადაქცევა შემიძლია. ძალიან დიდი შემართებითა და ინტერესით ვიწყებ, სექტემბრიდან, ახალ გუნდში მუშაობას და ვიმედოვნებ, ეს ტრანსფერი ორივე მხარისთვის სასარგებლო და ღირებული იქნება. ბევრი გეგმა მაქვს და გულწრფელად მჯერა, რომ „ალფა“, როგორც ბრენდი, მისი განახლებული იმიჯითა და სტრატეგიით, უახლოეს მომავალში, ბაზრის მოწინავე პოზიციებს დაიკავებს“, – ამბობს მარიკა ომანიძე. 

რაც შეეხება მის განათლებასა და სამუშაო გამოცდილებას, 2016 წელს დაამთავრა „თავისუფალი უნივერსიტეტის“ მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლა. „მაინორ“ მიმართულებად არჩეული ჰქონდა მარკეტინგი და იყო რეზო ჩარკვიანის ჯგუფში. მარიკა ომანიძის სამუშაო გამოცდილების დიდი ნაწილი უძრავი ქონების მიმართულებას უკავშირდება. დაახლოებით, 4 წლის განმავლობაში, მუშაობდა დეველოპერულ კომპანიაში „აქსისი“, მარკეტინგის დეპარტამენტში, სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, „აქსის თაუერსის“ ბრენდზე. 2018 წლიდან იყო „საქართველოს ბანკის“ ჯგუფში შემავალ, ციფრულ ეკოსისტემა „დიჯითალ არეაში“, Area.ge-ს პროექტზე. პირველ ეტაპზე, მისი ციფრული პროდუქტის შექმნასა და განვითარებაში მონაწილეობდა, შემდეგ კი კონტენტის გუნდს ხელმძღვანელობდა. სადაზღვევო კომპანია „ალფაში“ გადასვლამდე, ბოლო 1 წლის განმავლობაში, იყო Area.ge-ს ბრენდ მენეჯერი.

ფესტივალი Burning Man ვირტუალურ რეჟიმში გაიმართება!

კვლევა – სიცოცხლის ხანგრძლივობა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით იცვლება