in

მარიკა ვახტანგიშვილი – #პირველისამსახური

სამსახურს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს. ეს პირველი სამსახურის დამსახურებაა, სადაც ისეთი უნარ-ჩვევები გამომიმუშავდა, რამაც ჩემს ცხოვრებაში საქმიანობას განსაკუთრებული ღირებულება შესძინა. მას შემდეგ, უკვე ათი წელია, დღის მანძილზე 10-12 საათს ვმუშაობ. ჩემი პირველი სამსახური EY Georgia იყო, სადაც აუდიტორად დავიწყე მუშაობა. ESM-ის მესამე კურსზე ვსწავლობდი. ეს ის დრო იყო, როდესაც საქართველოს ბაზარზე დღეს მოქმედი მთავარი ფინანსური ინსტიტუტები, ზრდის კუთხით, პირველ ნაბიჯებს დგამდნენ – საქართველოს ბანკი მომზადებას იწყებდა IPO-სთვის, რისთვისაც იკონსოლიდირებდა დღესდღეობით დამოუკიდებლად მოქმედ ისეთ დიდ კომპანიებს, როგორიცა არის „ალდაგი“, Georgian Healthcare Group და სხვა. პირდაპირ ამ კომპანიებზე დავიწყე მუშაობა. იმ დროისათვის, EY Georgia-ც პირველ დიდი ნაბიჯებს დგამდა საქართველოს ბაზარზე პირველ ქართველ პარტნიორთან რუსლან ხოროშვილთან ერთად. საქმე ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვანი იყო – პარალელურად, რამდენიმე ერთმანეთისგან განსხვავებულ ინდუსტრიაში მოქმედ კომპანიებზე მიწევდა მუშაობა: საქართველოს ბანკის შვილობილი კომპანიები და ამავე დროს, ბათუმის პორტი და ტერმინალი. დივერსიფიცირებულ პორტფელზე მუშაობა ყოველთვის მომწონდა და დღემდე მხიბლავს.

EY-ის ის საუკეთესო გუნდის წევრები, ვისთან ერთადაც იმ დროს მიწევდა მუშაობა, დღეს, ძალიან წარმატებული კომპანიების მმართველ პოზიციებს იკავებენ, რაც ჩემი აზრით, იმ შთაგონებისა და პროფესიონალიზმის შედეგია, რასაც იმ მომენტში EY-ის სუპერვაიზერები უკეთებდნენ ჩვენში იმპლემენტაციას. იმდენად დიდი კონკურენცია იყო თვითონ EYის გუნდის წევრებს შორის რომ ძალიან დიდ სტიმულს მაძლევდა ვყოფილიყავი საუკეთესო. ვცდილობდი მაქსიმალისტურად მივდგომოდი საქმეს და გამომუშავებინა დიდი ნებისყოფა, რომელიც ყოველთვის სასარგებლოა ნებისმიერ საქმიანობაში. EY Georgia-ში მუშაობის 6 წლის თავზე, გადავწყვიტე გამოცდილება საზღვარგარეთ შემეძინა. სპეციალური პროგრამით გავემგზავრე EY ლოს-ანჯელესის ოფისში. კალიფორნიიდან ნიუ-იორკში გადავინაცვლე, სადაც One World Trade Center-ში, ერთ-ერთი დიდი ამერიკულ კომპანია Olam International-ის engagement-ზე ვმუშაობდი. სრულიად განსხვავებული გამცდილება და გამოწევევა იყო ეს პერიოდი ჩემთვის.
აშშ-დან დაბრუნების შემდეგ, რამდენიმეთვიანი პაუზის აღებასა და შვილთან ერთად მეტი დროის გატარებას ვგეგმავდი. თუმცა, სამ კვირაში დავიწყე მუშაობა საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს ჰოლდინგში – „სმარტ კაპიტალი“. თავიდან, ერთ-ერთი შვილობილი კომპანიის ფინანსურ მენეჯერი ვიყავი, საიდანაც სამ თვეში გადამიყვანეს მთავარ ოფისში. ხოლო 2017 წლის იანვრიდან, ჯგუფის CFO გავხდი. დღესდღეობით, ჯგუფის CFO- ს პოზიციასთან ერთად, ჰოლდინგის დირექტორთა საბჭოს წევრის პოზიციაც მიჭირავს.

მარიკა ვახტანგიშვილი – „სმარტ კაპიტალის“ ჯგუფის ფინანსური დირექტორი და დირექტორთა საბჭოს წევრი

საჩუქრების დროა! – ან, უბრალოდ,“ზუმერის” საახალწლო რეკლამა

PVP Battle-ის მესამე სეზონი იწყება!