in

რუსთავი-გარდაბნის გზატკეცილზე მარილის საწარმო შენდება

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შპს „გლობალ ენტერპრაიზი“ რუსთავი-გარდაბნის გზატკეცილზე მარილის მწარმოებელ საწარმოს ააშენებს. ბიზნესის მხარდასაჭერად, კომპანიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან 15512 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადაეცა. 

BOG
BOG

„ახალი საწარმო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება და აღჭურვილი იქნება მარილის დამუშავების თანამედროვე იოდირებისა და შეფუთვის დანადგარებით. ქარხანა წელიწადში, მინიმუმ, 2500 ტონა პროდუქციის წარმოებას შეძლებს, რითიც მნიშვნელოვნად ჩაანაცვლებს საქართველოში იმპორტირებულ მარილს. პროდუქციის რეალიზაცია როგორც ადგილობრივ, ასევე ევროკავშირის ბაზარზეც განხორციელდება“, – ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში. 

ანდრეა პირლო „ევროპაბეთთან“ ითანამშრომლებს

ჩიკაგოში ქართული კინოს დღეები გაიმართება