18
Feb
2014

გაინტერესებთ რა ხდება მერილინ მონროს კაბის ქვეშ?

18 Feb 2014

Elit Electronics
Elit Electronics


მერილინ მონროზე ახალი ბიოგრაფიული წიგნი “Marilyn: Intimate Exposures” გამოიცა. წიგნის რეკლამისთვის ინტერაქტიული პოსტერის ფორმა აირჩიეს.

სარეკლამო სააგენტო Preuss und Preuss-ში წიგნის პრომოუშენი საკუთარ თავზე აიღეს. ქუჩის განათების ბოძს კაბა ჩააცვეს, კაბის ქვეშ პლაკატი გააკრეს, რომელზეც QR კოდი იყო მოთავსებული. გამვლელებს შეეძლოთ მერილინ მონროს კაბის ქვეშ შეეხედათ და გაეგოთ რა ხდებოდა.

რას იტყვით, თქვენ ჩაუვლიდით პოსტერს ისე, რომ კაბა არ აგეწიათ?

განხილვა