in

ყველის საუკუნოვანი ამერიკული ბრენდი, ფრანგული ფესვებით

სან-ფრანცისკოდან ჩრდილოეთით, აშშ-ის უძველესი ყველის საწარმო მდებარეობს. მისმა სახელმა შესაძლოა, გაგაკვირვოთ, რადგან სახელწოდება Marin French Cheese Company ბრენდის ფრანგულ წარმოშობაზე მიუთითებს. კომპანიას საუკუნოვანი ისტორია აქვს და სანამ თქვენ დილის გემრიელ ყავას შექცევით, ჩვენ მასზე გესაუბრებით.

Marin French Cheese Company-ის დაფუძნება ჯეფერსონ თომპსონის სახელს უკავშირდება. ის საფრანგეთიდან კალიფორნიაში 1800-იანი წლების შუაში ემიგრირდა. კომპანია 1865 წელს დააფუძნა. მას ძალიან დიდი ინტერესი ჰქონდა ყველის დამზადების მიმართ და მაღალი ხარისხის, არტიზანული ყველის წარმოების პოტენციალი დაინახა. ამის ხელშემწყობ ფაქტორად ჩრდილოეთ კალიფონიაში მერძევეობის გავრცელებული კულტურა მიიჩნია.

თავდაპირველად, ჯეფერსონი ყველის ნაირსახეობას ამზადებდა – ჩედარს, შვეიცარიულ ყველსა და გაუდას. ეს მიდგომა მართლაც ამართლებდა და კომპანია ფეხზე დააყენა. კრემისებრი ყველი მალე იქცა რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პროდუქტად.

ბრენდის სახელი ყოველთვის Marin French Cheese არ ყოფილა. კომპანიას ერქვა Rouge et Noice, რა სახელიც 2013 წლამდე შეინარჩუნა. კომპანიამ უამრავ გამოწვევას გაუძლო, მათ შორის, ძლიერ მიწისძვრებს, ხანძრებსა და ეკონომიკურ რყევებს. შექმნილი გარემოებების მიუხედავად, ბრენდი ყოველთვის ახერხებდა პროდუქტის მაღალი ხარისხის შენარჩუნებას და არტიზანულ ყველს კვლავაც ტრაციდიული მეთოდების გამოყენებით ქმნიდა.

კომპანიის ყოფილი ოპერაციული მენეჯერი, ჰოვარდ ბანსი ჰყვებოდა, რომ პირველ წლებში, ბრენდი გრანულიან ყველს ამზადებდა, რომელსაც სან-ფრანცისკოს დოკების მუშები მიირთმევდნენ.

1930-იან წლებში, ნახირს, რომელიც კომპანიას პროდუქტით ამარაგებდა, დაავადება შეეყარა და ის ორეგონელი ძროხებით ჩაანაცვლეს.

1998 წელს, ჯეფერსონ თომპსონის მემკვიდრემ, ბობ თომპსონმა ბიზნესის ბოისის ოჯახს მიჰყიდა. შემდეგ, 2011 წელს, Marin French შეიძინა Rians-მა, რომელსაც ფრანგული ოჯახი მართავს. სხვა ბრენდებისგან განსხვავებით, Marin French-მა ერთი ოჯახის მფლობელობა ვერ შეინარჩუნა, თუმცა კომპანია 158-წლიანი ისტორიის შემდეგაც აგრძელებს ფუქნციონირებას.

რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.

უყურე Adobe-ის დიზაინის მსოფლიო ჩემპიონატს LIVE რეჟიმში და უგულშემატკივრე ქართველ მონაწილეებს!

კარიერული განვითარების შანსი ტექნოლოგიური მიმართულებით -Making Science Sweeft-ის აქსელერაცია