in

მარინა აბრამოვიჩი თავის პირველ NFT-ს წარადგენს!

დიახ, პროვოკაციული ექსპერიმენტებით ცნობილი მარინა აბრამოვიჩი ამჯერად NFT-ებით დაინტერესდა. პირველი ნამუშევრის შესაქმნელად კი 2001 წლის შემოქმედების ნაწილს, სახელწოდებით გმირი, უბრუნდება. მისი მიზანი დაძაბული გლობალური გარემოს ასახვა და იმის გადმოცემაა, რომ ახლა გმირები ისე გვჭირდება, როგორც არასდროს… 

BOG
BOG

თავდაპირველად ეს ფილმი, რომელშიც აბრამოვიჩი თეთრ ცხენზე ამხედრებული თეთრ დროშას აფრიალებს, ხელოვანის მამის, მეორე მსოფლიო ომის გმირის, გარდაცვალების შემდეგ გამოვიდა. მისი რეზონანსი კი უნებურად გაიზარდა, რადგან იგი 9/11 თავდასხმებს წინ მხოლოდ რამდენიმე კვირით უსწრებდა.

ახლა კი გმირი ახალი აუდიტორიის სოლიდარობის ნიშნად, როგორც ლონდონის რადიკალური თანამედროვე ხელოვნების კულტურულ ინსტიტუტთან (CIRCA) თანამშრომლობის ნაწილი, ბრუნდება.

 

View this post on Instagram

 

A post shared by CIRCA (@circa.art)

დიახ, კონკრეტული ნამუშევარი NFT-დაც გარდაიქმნა და როგორც ამ მღელვარე დროის ამსახველი სარკე, ძალაუფლების დაბრუნებაზე საუბრობს, იქ, სადაც მსოფლიო სცენაზე მამაკაცური ძალა და მზარდი კონფლიქტი დომინირებს“.

ჩვენს პლანეტას მორალის მქონე არაკორუმპირებული გმირები სჭირდება, რომლებიც გამბედაობას იჩენენ და რეალურ ცვლილებებს ახდენენ. ამ სამყაროში ყოველი დღე არის მერყევი, გაურკვეველი და მუდმივად ცვალებადი. ჩვენ გვყავს ეს თეთრი ცხენი. ეს თეთრი დროშა. ეს ლამაზი მიწა. ჩვენ გვჭირდება გმირები, რომლებიც ახალ სინათლეს მოგვიტანენ, გმირები, რომლებიც შთაგვაგონებენ, ვიყოთ უკეთესები, ვიმუშაოთ ერთად და არა ერთმანეთის წინააღმდეგ, — ამბობს აბრამოვიჩი.

ფილმის განახლებისთვის ნამუშევარს თან ახლავს „გმირების მანიფესტი, რომელიც სათავეს არტისტის 2011 წლის ნამუშევრიდან იღებს. იგი გმირებსა და სხვა მაცხოვრებლებს სასწრაფოდ მოუწოდებს საკუთარ თავში შერიგებისა და პატიების ძალა იპოვონ…

 

View this post on Instagram

 

A post shared by CIRCA (@circa.art)

საინტერესოა ისიც, რომ აბრამოვიჩი NFT-ების ღირებულების მიმართ სკეპტიკურად იყო განწყობილი და აცხადებდა, რომ მას აქამდე შექმნილი ნამუშევრებიდან ჯერ არცერთი მოსწონდა. ამიტომ, ხელოვანმა ყველაფრის შექმნა სხვა მხრივ გადაწყვიტა. იგი ფიქრობს, რომ ეს ახალგაზრდებთან დაკავშირების გზაა…

როგორც ჩემს წინა ნამუშევრებში, აქაც არსებობდა გარკვეული რისკი, რომელიც აუდიტორიის ირგვლივ ტრიალებდა. ექსპერიმენტების ჩატარება იმ ტერიტორიებზე გადასვლას ნიშნავს, რომელზეც აქამდე არ ყოფილხართ, სადაც მარცხის დიდი ალბათობაცაა… როგორ უნდა გაიგოთ, რომ წარმატებას მიაღწევთ? უცნობთან პირისპირ შეხვედრის გამბედაობის ქონა ძალიან მნიშვნელოვანია. ხელოვანებმა არასდროს უნდა შეწყვიტონ გარისკვა, თუნდაც ისინი 75 წლის იყვნენ, — ამბობს აბრამოვიჩი CIRCA-ს განცხადებაში, რომელიც Instagram-ზე გამოქვეყნდა. 

ციფრული ნამუშევარი Tezos-ის ბლოკჩეინზე გაიყიდება, რომელიც უფრო ეკომეგობრულ სივრცედ ითვლება და ეს ფაქტორი ბლოკჩეინის არჩევისას ხელოვანისთვის ერთ-ერთი მთავარი იყო… 

გმირი უკვე Times Square-ზე ნიუ-იორკში, Piccadilly Circus-ზე ლონდონში და COEX K-Pop Square-ზე სეულში დიდ ეკრანებზე გადის.

 

View this post on Instagram

 

A post shared by CIRCA (@circa.art)

„AI ჩეთბოტი მგრძობიარე გახდა?“ — მცდარი კითხვა, რომელსაც ყველა სვამს

აქსის თაუერსის მულტიფუნქციური კომპლექსი საზეიმოდ იხსნება