ომით დაზარალებული უკრაინელების მხარდასაჭერად, სერბი ხელოვანი მარინა აბრამოვიჩი თავის ცნობილ ნამუშევარს, The Artist is Present აახლებს, რათა მოაგროვოს სახსრები უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარებისთვის.
ეს საკულტო ნამუშევარი თავდაპირველად, 2010 წელს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში იყო წარმოდგენილი და ახლა ორ იტერაციად წარსდგება ნიუ იორკში, შონ კელის გალერეაში, სადაც არტისტის სოლოჩვენება 16 აპრილამდე გაგრძელდება. ფოტოგრაფმა მარკო ანელმა დააფიქსირა თითქმის ყველა 1500 ადამიანი, რომლებიც ჩუმად ისხდნენ აბრამოვიჩის წინ 12 წლის წინ და ის ასევე გადაიღებს ამ ახალ შეხვედრებსაც.

„უკრაინაზე თავდასხმა არის თავდასხმა ყველა ჩვენგანზე. ეს არის თავდასხმა კაცობრიობაზე და უნდა შეჩერდეს“, – ამბობს ხელოვანი.
აბრამოვიჩის ერთ-ერთი საჯარო ნამუშევარია აგრეთვე Crystal Wall of Crying კიევში, ბაბინ იარ ჰოლოკოსტის მემორიალურ ცენტრში, რომელიც პატივს მიაგებს რეგიონში მოკლულ ებრაელებს.











