5
Aug
2019

გათავისუფლდი დანაშაულის გრძნობისგან! – კამპანია პლასტმასის მოხმარების წინააღმდეგ

5 Aug 2019

Elit Electronics


ოკეანის დაბინძურებასთან მებრძოლმა ბრიტანულმა ფონდმა The MArine Conservation Society გადაწყვიტა იმ ადამიანების დანაშაულის გრძნობაზე ეთამაშა, რომლებიც პლასტმასის პროდუქტებს (შეფუთვა, ბოთლი, ჭურჭელი…) ყიდულობენ. კამპანია, სახელწოდებით “გამოისყიდე დანაშაული” $3-ის დონაციას სთავაზობს ყველას, ვინც პლასტმასას შეძენით აბინძურებს ბუნებას. ამისათვის, სმარტფონიდან შეუძლიათ გაგზავნოთ გზავნილი ტექსტით “დამავიწყდა”, ყოველ ჯერზე, როდესაც მაღაზიაში ჩასულს ნაჭრის ჩანთის წაღება დაგავიწყდებათ და ცელოფნის პარკის ყიდვა მოგიწევთ. ამგვარად, ერთდროულად, ორ საქმეს წაადგებით, ერთი მხრივ, დანაშაულის გრძნობისგან გათავისუფლდებით, მეორე მხრივ კი, გარემოს დაეხმარებით. კამპანიაზე სააგენტომ Bartle Bogle Hegarty იმუშავა.

 

 

 

სტატია მომზადებულია CENN-თან პარტნიორობის ფარგლებში

 

განხილვა