in ,

საზღვაო სარემონტო მომსახურების ქართული სტარტაპი – Marine Maintenance Service

Startauperi
Startauperi

მერინ მეინტენანს სერვისი (Marine Maintenance Service) ქართული სტარტაპია, რომელიც ბათუმში მდებარეობს და საზღვაო მომსახურებას უზრუნველყოფს, როგორც ადგილობრივი, ისე შემომავალი გემებისთვის. სტარტაპი, იმ 20 ბენეფიციარს შორის მოხვდა, რომლებიც „საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა აფხაზეთმა“ 5000 ლარით დააფინანსა. როგორც საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის წარმომადგენელმა ნონა ხუჯაძემ გვიამბო, საქართველოში დიდი ხნის მანძილზე არ ხორციელდებოდა საზღვაო მომსახურება, რის გამოც, შემომავალ გემებს სხვა საპორტო ქალაქებში უწევდათ მსგავსი მომსახურებებით სარგებლობის დაგეგმვა. მერინ მეინტენანს სერვისი კი უკვე 2 წელია, რაც საზღვაო ინდუსტრიას შესაბამის მომსახურებას სთავაზობს და უკვე მოიპოვა კიდეც ხარისხის არაერთი სერთიფიკატი. სტარტაპის საქმიანობის შესახებ მერინ მეინტენანს სერვისის დირექტორს ირაკლი წივწივაძეს ვესაუბრეთ.

BOG
BOG

M: მოგვიყევით თქვენს სტარტაპზე, რას საქმიანობთ…

კომპანია დავაარსეთ 2015 წლის ნოემბერში. ვმუშაობთ საზღვაო დარგის მიმართულებით. ვასრულებთ შემოსული გემების და საქართველოში უკვე არსებული ფლოტის მომსახურებას. ასევე, ვმუშაობთ ბიზნესის დივერსიფიკაციაზეც და სავარაუდოდ, სამშენებლო დარგშიც გადავალთ. „საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ აფხაზეთთან“ ურთიერთობა 2016 წლიდან დავიწყეთ. გამოცხადდა კონკურსი, შევავსეთ განაცხადი, რაში გამოვიყენებდით თანხას, რას შევიძენდით და ა.შ.

M: რა სერვისებს სთავაზობთ?

ძირითადად, ვმუშაობთ უცხოეთიდან შემოსულ გემებზე და უკვე არსებულ ნავსადგურებთან, საქართველოში. გემების ტექნიკური შემოწმება, ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობების შეკეთება, მომსახურება, პორტალური ამწეების შემოწმება და ა.შ.

M: როგორია თქვენი ხარისხის სტანდარტი და რამდენად უწევთ ამით კონკურენციას შავი ზღვის სხვა პორტებს?

ჩვენ გვაქვს საერთაშორისო აღიარების სერთიფიკატი. ახლა ვმუშაობთ ISO-ს დანერგვაზე. გვაქვს IACS (International Association of Classification Societies)-ის 12 საკლასიფიკაციო საზოგადოება, რომელთაგან 9 ორგანიზაციის აღიარება მოვიპოვეთ. პარალელურად, ვმუშაობთ BUREAU VERITAS-ის აღიარების მიღებაზე, ხარისხის სისტემის დანერგვაზე. ხარისხით არ ჩამოუვარდებით იმ ევროპულ კომპანიებს, რომელიც ამ დარგში მუშაობენ, უბრალოდ, ჩვენი ბაზა შედარებით მცირეა, მასშტაბებს ვგულისხმობ, თორემ მომსახურების კუთხით, გვაქვს ყველაფერი, რომ მაღალი ხარისხის შედეგი მივიღოთ.

M: რა მდგომარეობა იყო საზღვაო მომსახურების მხრივ, თქვენამდე?

ქართულ ბაზარზე იყო ტექნიკური მომსახურების საწარმო, რომელიც სახელმწიფომ შეისყიდა, შემდეგ აღარ იყო უკვე რენტაბელური, კერძო სექტორისთვის. მსგავსი მომსახურება სრულდებოდა, უბრალოდ, უხარისხოდ. ჩვენ შემოვიტანეთ დანადგარები, ვსარგებლობთ თანამედროვე ტექნოლოგიური მოწყობილობებით.

მამაკაცის საგაზაფხულო კოლექცია კლიშეების გარეშე – H&M–ისა და The Weeknd–ის ერთობლივი პროექტი

Wearart – ქართველი არტისტების ხელნაკეთი ნამუშევრების ონლაინ მაღაზია