Balenciaga-ს მოდის სახლმა 2021 წლის კოლექციის ნაწილი ვიდეორგოლის სახით გაგვიზიარა.
პარიზის ქუჩებში, სხვადასხვა მოდელთან ერთად, ბრენდის სამოსს Look Models-ის მოდელი, მარიშა ურუშაძეც წარმოგვიდგენს.
ვიდეორგოლის ბოლოს, დეტალურადაა ახსნილი, რომ გადაღების პროცესში, გათვალისწინებული იყო COVID-19-ის წინააღმდეგ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია: დეზინფექცია, პირბადეები, რომელიც რეგულარულად იცვლებოდა, დისტანცია და სხვ.