27 მარტი მსოფლიო თეატრის საერთაშორისო დღეა. როცა, ყველა კონტინენტზე, კორონავირუსის პანდემიას ებრძვიან, მსახიობები, რეჟისორები, ამ დღეს, სახლში რჩებიან და სხვებსაც იმავეს მოუწოდებენ. მსოფლიო სცენაზე, ახლა, ექიმები, სანიტრები, ექთნები დგანან და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, სხვის გადასარჩენად იბრძვიან. „მარჯანიშვილის თეატრის“ დასი მადლობას უხდის მათ ასეთი თავდადებისთვის. როგორც კი ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდება, ყველა ექთანს, სანიტარს და ექიმს თეატრში ელოდებიან, რომ კიდევ ერთხელ უთხრან მადლობა, ოღონდ უკვე სცენიდან.