in

„ფეხებზე დაკიდების ხელოვნება“ – მარკ მენსონის წიგნის პრეზენტაცია, „შერატონ ბათუმში“

14 აგვისტოს, 19:00 საათზე ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ პროექტ „ლურჯი ოკეანეს“ ღონისძიება „ფეხებზე დაკიდების ხელოვნება” გაიმართება.

ღონისძიებაზე დაგეგმილია NEW YORK TIMES-ის ბესტსელერის, მარკ მენსონის „ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნების“ პრეზენტაცია. სტუმრების წინაშე ასევე წარდგებიან სპიკერები: დავით ჩიკვაიძე („საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის” დამფუძნებელი და ტრენერი), რევაზ კოპალაძე (Caucasus Online-ის გენერალური დირექტორი), ანდრო დგებუაძე (ტრენერი, ბლოგერი). ისინი ფეხებზე დაკიდების საკუთარ გამოცდილებას გაგვიზიარებენ.

ამბები, რომლებსაც ღონისძიების დროს მოისმენთ, დაგარწმუნებთ, რომ ბედნიერება სწორედ პრობლემის მოგვარებას მოაქვს. გაიგებთ, რომ წარმატების გზა სწორხაზოვანი სულაც არ არის.

„ეს წიგნი არის არაორდინალური თავისი შინაარსით. ჩემში ძალიან ბევრი მიმართულება შეცვალა და ბევრ რამეზე ჩამომიყალიბა აბსოლუტურად განსხვავებული მოსაზრება. რაღაცნაირი რევოლუციური წიგნია, თუნდაც, მის ქვესათაურებს რომ გადავხედოთ. პირველივე გვხვდება, მაგალითად: Do Not Try (არ შეეცადო), რაც იმის ანტიპოდია, რასაც, ხშირად, სხვა წიგნებში ვკითხულობთ“, – დავით ჩიკვაიძე.

გამომცემლობა „პალიტრა L“-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი მარიამ აბდუშელიშვილი ამბობს, რომ „ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნების” პირველი, 3000-ცალიანი ტირაჟი გამოცემიდან ერთ თვეში გაქრა წიგნის მაღაზიებიდან.

„ასეთი სამოტივაციო ჟანრის წიგნი, რომელმაც მკითხველში ძალიან მაღალი ინტერესი დაიმსახურა,  ბრაიან თრეისის „შეჭამე ბაყაყის“ შემდეგ, მეორე პრეცედენტია საქართველოში“, – ამბობს მარიამ აბდუშელიშვილი.

მარკ მენსონი ამერიკელი სპიკერი და მწერალია, რომელმაც, თავდაპირველად, პირადი „ონლაინ“ ბლოგი შექმნა და ვერც კი წარმოედგინა, რომ ვიღაც ენაბილწი ბოსტონელის, როგორც თვითონ ამბობს, „რაღაც მოჩმახული ცხოვრების აზრის შესახებ“ ასეთ წარმატებას მოუტანდა.

წიგნში, „ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება“ ავტორი ეჭვქვეშ აყენებს საზოგადოებაში გავრცელებულ ტენდენციას, რომელმაც მთელი თაობები მოწამლა და ჩააგონა ადამიანებს, რომ წარმატების მისაღწევად მხოლოდ თავის წარმოჩენაა საჭირო.

ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთები უკვე იყიდება.

 

[R]

ბედნიერი თანამშრომელი, ანუ Temet Nosce, როგორც „არდის“ მთავარი პრიორიტეტი

Facebook-მა TikTok-ის კონკურენტი Instagram Reels შექმნა და ის უკვე ხელმისაწვდომია