მარკ ვაგნერს ხშირად ეკითხებიან, ნამდვილია თუ არა დოლარის კუპიურები, რომლითაც ის თავის ნამუშევრებს ქმნის. ხელოვანი მათ პასუხობს: “დიახ, ნამდვილია. შეჭამო ძროხა და შეჭამო ძროხის ფოტო სრულიად განსხვავებული რამაა”. მიუხედავად კრეატიულობისა, მარკს ხშირად აკრიტიკებენ და სახელმწიფო ვალუტის უყაირათოდ ხარჯვაშიც ადანაშაულებენ, თუმცა, ხელოვანი ამბობს, რომ არსად უსწავლებიათ, არც სკოლაში ან სადმე სხვაგან, რომ ფულის განადგურება დანაშაულია ან კანონით ისჯება. ნებისმიერ შემთხვევაში, ნამუშევრები ნამდვილად შთამბეჭდავია, ხოლო მათი შექმნის პროცესი კიდევ უფრო განმაცვიფრებელი.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/demilked/videos/1545381778815942/” width=”720″ height=”340″ onlyvideo=”1″]































